რობერტ კლეი ელისონის შესახებ…

ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მკვლელისა და ბოროტმოქმედის - რობერტ კლეი ელისონის (1840-1888 წლები),საფლავზე გაკეთებულია ეპიტაფია,რომელზეც სიტყვასიტყვით აწერია:

“ის არასოდეს კლავდა იმ ადამიანებს,რომელთა მკვლელობაც საჭიროებას არ წარმოადგენდა”.

აღსანიშნავია ის გარემოება რომ,აღნიშნული პიროვნება ცხოვრობდა “ველური დასავლეთის” ეპოქაში.საფლავის ეპიტაფია კი გაკეთებულ იქნა,მისი გარდაცვალებიდან 87 წლის შემდეგ.კერძოდ 1975 წელს,მას შემდეგ,რაც ელისონის ნეშტი გადაასვენებულ იქნა სხვა სასაფლაოზე.მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია,რომ იგი ამერიკის სამოქალაქო ომის დროს კონფედერატების მხარეზე იბრძოდა,რა დროსაც ტყვედ ჩავარდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც სხვადასხვა წყაროებიდა ვგებულობთ – რობერტ კლეი ელისონმა პირველი ადამიანი 1870 წლის მიწურულს იმსხვერპლა.მას შემდეგ ელისონის “ანგარიშზე” კიდევ 14 ადამიანის მკვლელობა მოდიოდა.მათ შორის იმ დანტისტის (სტომატოლოგი),რომელმაც სრულიად შემთხვევით მტკივანი კბილის ნაცვლად,ჯანმრთელი კბილი ამოუღო.რობერტ კლეი ელისონი – “ველური დასავლეთის პერიოდის” ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ მსროლელად მიიჩნეოდა.მას შემდეგ,რაც მეზობელი რანჩოს მფლობელთან დავა მოუვიდა,მოწინააღმდეგესთან ერთად პრობლემის გადაწყვეტა,მეტად უცნაური მეთოდით გადაწყვიტა.მათ გათხარეს საფლავი,რომელზეც დადეს საფლავის ქვა,ყოველგვარი ჩანაწერის გარეშე.ისინი ახლად გათხრილ საფლავში მხოლოდ დანით შეიარაღებული უნდა შებმოდნენ ერთმანეთს.რომელიც გაიმარჯვებდა და მოკლავდა მოწინააღმდეგეს,მას საკუთარ თავზე უნდა აეღო მტრის საფლავის ქვაზე ეპიტაფიის დაწერა.თუმცა მანამდე,სანამ ასეთი უცნაური დუელი შედგებოდა,რობერტ კლეი ელისონი უბედური შემთხვევის შედეგად 47 წლის ასაკში დაიღუპა (იგი საკუთარი ტვირთით დატვირთულმა ორთვალამ იმსხვერპლა).რობერტ კლეი ელისონი,იმ იშვიათ ბოროტმოქმედს წარმოადგენდა,რომელსაც სიცოცხლე “ეშაფოტზე” არ დაუსრულებია… (ავტორი გენია.ჯი)

რობერტ კლეი ელისონის საფლავის ეპიტაფია