უილიამ შექსპირი – “სონეტი XIII”
შენ ისევ ის ხარ,ვინც საკუთარ თავს არ იცოდებს,
ისევ გგონია,რომ არ გერჩის დროის დინება.
მაგრამ თუ ნებით არ გადასცემ ვინმეს სიცოცხლეს,
გამომძალველად თვით სიკვდილი მოგევლინება.
***
ბუნება მოკვდავს მთელ სიკეთეს სესხად აძლევს და
მისგან სარგებლის მოლოდინით ჭკუას არიგებს,
რომ ეს სიკვდილიც ვერასოდეს ვერვის დაძლევდა,
კაცი სიკეთეს შვილებში თუ ჩამოარიგებს.
***
განა დაანგრევს ვინმე მკვიდრად ნაშენებ სახლ-კარს?
მის ასაგებად განა ფუჭი იყო წვალება?
მას ხომ ზამთარი დიდ ყინვაში ფრთასაც ვერ დაჰკრავს,
მას ხომ არავინ დააბედა გარდაცვალება…
***
შენც გონს მოუხმე ,სანამ სრულად არ დაინისლა -
შენ გყავდა მამა და შენც მამა გახდი შვილისა…