“წითელი ბარათი”არბიტრებს…
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უცნაური გადაწყვეტილებები იშვიათობას არ წარმოადგენს.თუმცა მათ შორის ყველაზე დიდ ყურადღებას ორი მართლაც უნიკალური ფაქტი იქცევს.კერძოდ,ინგლისის მეორე ლიგაში,როდესაც ერთმანეთს ხვდებოდნენ ”პიტერბროსა” და “როიალ მეილის” გუნდები,მატჩის არბიტრმა - ენდი უეინმა,გადაწყვიტა კიდევ ერთხელ მისულიყო გოლკიპერთან,მისი მომდევნო პროტესტის გამოხატვის შემდეგ,რომელიც მიმართული გახლდათ მსაჯის მიმართ.მოულოდნელად არბიტრმა გადაწყვეტილება შეიცვალა,მოედნის ცენტრთან მიირბინა და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს საკუთარ თავს – “წითელი ბარათი” უჩვენა. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად მოედანიც დატოვა.მოგვიანებით – ენდი უეინმა,ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა,რომ ასეთი საოცარი გადაწყვეტილების მიზეზი აგრესიულ მეკარესთან ხელჩართული ჩხუბის თავიდან არიდება იყო.არბიტრის მიერ საკუთარ თავზე “წითელი ბარათის” ჩვენების მეორე შემთხვევაც ინგლისში დაფიქსირდა – “საუთჰემპტონისა” და ‘ჰერბორნის’ მატჩის დროს.დაძაბულ მატჩს,დაძაბული სიტუაციაც თან ახლდა.მატჩის მთავარმა არბიტრმა – მელვინ სილვესტრმა,რომელსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს,ვერ მოთოკა ნერვები და ერთ-ერთ ფეხბურთელს ხელი რამდენჯერმე გაარტყა.ყოველივე ამის შემდეგ,საკუთარ თავს წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დატოვა.აღნიშნული ორი ფაქტის გარდა,მსაჯების მიერ წითელი ბარათების საკუთარ თავზე ჩვენება არ დაფიქსირებულა. (ავტორი გენია.ჯი)