პეტრე კაპიცი – “ეპიზოდი”
ცნობილ რუს აკადემიკოსსა და სწავლულს – პეტრე კაპიცს (1894-1984 წლებში),დიდ ბრიტანეთში ყოფნის დროს,ერთ-ერთი ქარხნის ხელმძღვანელობამ შესთავაზა,რომ დახმარებოდა დაზიანებული ელექტრო ძრავის შეკეთებაში.გაწეული სამუშაოსათვის კი 1000 გირვანქა-სტერლინგი შესთავაზეს.კაპიცი აღნიშნულ წინადადებას დიდი სიხარულით დათანხმდა,რადგან იმ პერიოდისათვის აღნიშნული თანხა საკმაოდ კარგ და მაღალ გასამრჯელოს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ადგილზე მისვლის შემდეგ – პეტრე კაპიცმა სრულყოფილად შეამოწმა დაზიანებული ძრავა და დამსწრე ქარხნის ხელმძღვანელთა გასაოცრად ჩაქუჩი ჩაარტყა მას.ჩაქუჩის ჩარტყმა და მისი ამუშავება ერთი იყო.გაოგნებულმა ქარხნის დირექტორმა კაპიცს ათასი გირვანქა წესისამებრ გადაუხადა.თანხის მიღების ოფიციალურ დოკუმენტში დიდმა მეცნიერმა შემდეგი რამ ჩაწერა:
“ერთი გირვანქა-სტერლინგი მივიღე იმისათვის,რომ ძრავას ჩაქუჩი ჩავარტყი და ენერგია დავხარჯე.ხოლო დანარჩენი 999 გირვანქა-სტერლინგი კი,მივიღე იმისათვის,რომ ზუსტად ვიცოდი რა ადგილას უნდა ჩამერტყა მისთვის. (ავტორი გენია.ჯი)