“კოდიკოლოგია”
“კოდიკოლოგია” - (ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და აღნიშნავს – “წიგნსა და მოძღვრებას”).იგი წარმოადგენს ისტორიის მეცნიერების დამხმარე დისციპლინასა და “პალეოგრაფიის” ნაწილს,რომელიც შეისწავლის ხელნაწერ წიგნებს.“კოდიკოლოგია” – იკვლევს ხელნაწერი წიგნის შექმნის,შენახვის,გავრცელებისა და გამოყენების პროცესებს.მასვე ევალება გადამწერთა სოციალური და პროფესიული შემადგენლობის შესწავლაც.სიტყვა “კოდიგოლოგია”,როგორც ხელნაწერი წიგნის შემსწავლელი მეცნიერება,თავდაპირველად გამოყენებულ იქნა 1949 წელს,დიდი ფრანგი მეცნიერის – ალფონს დენის მიერ დაწერილ წიგნში – “ხელნაწერები”. (ავტორი გენია.ჯი) ალფონს დენისვე ცნობების თანახმად,”პალეოგრაფია” არის ძველი დამწერლობის შემსწავლელი მეცნიერება,ხოლო “კოდიკოლოგია” კი,სრულყოფილად შეისწავლის არა მარტო ხელნაწერს,არამედ დამწერლობასაც.ალფონს დენმა თავის წიგნში განსაზღვრა კოდიკოლოგიის და პალეოგრაფიის ყველა ამოცანა.კოდიკოლოგიის ამოცანებია: ხელნაწერთა ისტორიის შესწავლა,კატალოგის შედგენა და ბიბლიოგრაფირება,ხელნაწერთა გამოყენება და ასე შემდეგ.პალეოგრაფიის უმთავრეს ამოცანად კი მიიჩნია იმ მასალი (რაზედაც წერდნენ) და თავად დამწერლობის შესწავლა.ალფონს დენის მიერ შემოთავაზებული ტერმინი – “კოდიკოლოგია”,სულ მალე იქნა ათვისებული პალეოგრაფების მეირ და მას დღემდე აქტიურად გამოიყენებენ ისტორიის დიდებულ მეცნიერებაში. (ავტორი გენია.ჯი)