ძველბერძენ გენიოსთა სუიციდები…
ემპედოკლე (ძვ.წ.აღ-ით 490-430 წლები) – წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ ფილოსოფოსს,ქურუმს,ექიმსა და სახელმწიფო მოღვაწეს.ცნობილია,რომ იგი დიდი მხარდამჭერი გახლდათ სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობის ფორმისა.გამოირჩეოდა დიდი პატივმოყვარეობით.ლეგენდის თანახმად,ემპედოკლე თავს ღვთაებად მიიჩნევდა და იმისათვის,რომ თავისი ღვთაებრიობა ხალხისათვის დაემტკიცებინა, ჩვ.წ.აღ-მდე 432 წელს იტალიაში მდებარე ვულკანი ეტნას კრატერში გადახტა,რის შედეგადაც დაიღუპა კიდეც.
ანტისფენე (ძვ.წ.აღ-ით-444-360 წლები) – გახლდათ უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი და ფუძემდებელი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოკრატეს ფილოსოფიური სკოლის – “კინიზმისა”.სიბერის ჟამს,გენიალური მოაზროვნე იმდენად უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა,რომ ძვ.წ.აღ-ით 360 წელს,სიცოცხლე (ხანჯლის გამოყენებით) თვითმკვლელობით დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი)
დემოკრიტე (ძვ.წ.აღ-ით 460-370 წლები) - წარმოადგენდა გენიალურ ძველბერძენ ფილოსოფოსს,ატომისტიკისა და მატერიალისტური ფილოსოფიის ფუძემდებელს.ძვ.წ.აღ-ის 370 წელს,დემოკრიტე აბდერელმა მანამ იშიმშილა,სანამ ფატალური შედეგი – სიკვდილი არ დადგა.
დიოგენე სინოპელი (ძვ.წ.აღ-ით 412-323 წლები) - გახლდათ ის უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი და კინიკური სკოლის ფუძემდებელი,რომელმაც,ყოველგვარი ფუფუნება უარყო.მისი ფილოსოფიური შეხედულებები კი დღემდე აღტაცებას იწვევს საზოგადოებაში. ძვ.წ.აღ-ის 322 წელს დიოგენე სინოპელმა კორინთოში ყოფნისას,სიცოცხლე ნებაყოფლობით (თვითმკვლელობით) დაასრულა (მან თავი გაიგუდა).
პითაგორა სამოსელი (ძვ.წ.აღ-ით 580-500 წლები) - წარმოადგენდა იმ გენიალურ ძველბერძენ მეცნიერს,მათემატიკოსსა და ფილოსოფოსს,რომელსაც ღმერთ აპოლონის ვაჟად მიიჩნევდნენ.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ძვ.წ.აღ-ის 500 წელს,პითაგორა სამოსელმა ორმოცდღიანი შიმშილობის შედეგად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი)