ტილაცინი – (ტასმანიური მგელი)
ტილაცინი - (სამეცნიერო სახელწოდება – “ძაღლის თავიანი ჩანთისებრი”),რომელსაც ასევე მოიხსენიებენ სახელებით – ტასმანიური მგელი,ჩანთოსანი მგელი და ტასმანიური ვეფხვი,წარმოადგენს გადაშენებულ მტაცებელ ძუძუმწოვარა ცხოველს ჩანთოსნების ინფრაკლასისა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ბუნებაში იგი ერთადერთი სახეობა გახლდათ ჩანთოსანი მგლისა.მათი გავრცელების უმთავრეს არეალს ავსტრალიის მატერიკი,ტასმანია და ახალი გვინეა წარმოადგენდა.ტასმანიური მგელი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტაცებელი ცხოველი იყო დასახელებული რეგიონებისა. (ავტორი გენია.ჯი) მისი სხეულის სიგრძე (კუდთან ერთად) 150-180 სანტიმეტრი იყო.წონით 20-25 კილოგრამს აღწევდნენ და ძალიან ჩამოჰგავდნენ ძაღლს.ძირითადად ბინადრობდნენ ტყეებსა და მაღალმთიან მასივებში.იკვებებოდნენ ფრინველებით,მცირე ზომის ძუძუმწოვარა ცხოველებით,ქვეწარმავლებითა და იქედნისებრნებით.გამოირჩეოდა კარგი სირბილით და გააჩნდა,საკმაოდ კარგად ხტომის უნარიც.რაც მას ნადირობაში დიდ დახმარებას უწევდა.მაკეობა 35 დღემდე გრძელდებოდა და შობდნენ 2 ან 4 ლეკვს.სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 8 წელიწადს შეადგენდა.ტილაცინი ავსტრალიასა და ახალ გვინეაში პირველად პლეისტოცენის პერიოდის დასასრულს გამოჩნდა.აბორიგენი მოსახლეობისათვის მათი არსებობა ჯერ კიდევ (მინიმუმ) ჩვ.წ.აღ-მდე 1000 წელს იყო ცნობილი.არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ მრავალ უძველეს გრავიურასა და კლდის მხატვრობაში,ტილაცინი იყო ასახული.ტილაცინების ავსტრალიის კონტინენტიდან განდევნა 3000 წლის წინ დაიწყო,ავსტრალიური ძაღლის – დინგოს მიერ.რის გამოც,ერთადერთი ადგილი სადაც ისინი ბუნებაში შემორჩნენ,იყო ტასმანიის კუნძული.ევროპელების მიერ აღნიშნული მატერიკის აღმოჩენისას,კონტინენტზე ტილაცინის ძალიან მცირე ნაწილი ბინადრობდა.როგორც ზოგიერთი წყარო ირწმუნება,ჩანთოსანი მგელი ევროპელთაგან პირველად დიდმა ნიდერლანდელმა ზღვაოსანმა – აბელ იანსზონ ტასმანმა (1603-1659 წლები) იხილა ტასმანიზე. (ავტორი გენია.ჯი) იმის გამო,რომ ტილაცინი ზოლიანი ცხოველი გახლდათ,ფრანგმა ზღვაოსანმა – მარკ ჯოზეფ მარიონ-დიუფრენმა,იგი “ვეფხვისებურ კატად” მოიხსენია.ოფიციალურად დადასტურებული ცნობების თანახმად კი,ტილაცინი პირველად იხილა ფრანგი ბოტანიკოსის – ჟაკ-ჟიულენ დე ლაბილარდერის საექსპედიციო ჯგუფმა 1792 წლის 13 მაისს.დინგოს მიერ ტილაცინის ავსტრალიიდან განდევნამ,ისინი ტასმანიზე მოამრავლა.XVIII-XIX საუკუნეებში,აღნიშნულ კუნძულზე მათი ყველაზე დიდი რაოდენობა ფიქსირდებოდა.თუმცა,საუბედუროდ XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან,ადამიანმა მისი მასობრივათ განადგურება დაიწყო,რადგან ფერმერებისათვის დიდ საფრთხეებს წარმოადგენდნენ.ამ ფაქტმა მათი მიუვალ ადგილებში გადახვეწა გამოიწვია.1914 წლისათვის,ბუნებაში,ტილაცინის მხოლოდ რამდენიმე ერთეული ეგზემპლარი არსებობდა.მიუხედავად იმისა,რომ ისინი ფაქტიურად გაქრნენ,მათ ერთეულ გადარჩენილ ეგზემპლარებზე ნადირობა ადამიანებმა მაინც არ მოიშალეს,რამაც ტილაცინის საბოლოო განადგურებას დაუსვა წერტილი. (ავტორი გენია.ჯი) უკანასკნელი ტასმანიური მგელი 1936 წელს მოკვდა,ტასმანიაზე მდებარე ქალაქის ხობარის ზოოპარკში.მიუხედავად იმისა,რომ ეს უნიკალური ჯიში გადაშენებულად ითვლება,ადგილობრივი მოსახლეობის მონაცემებით,მათ არა ერთხელ შეუმჩნევიათ ტასმანიური მგელი ტასმანიის კუნძულზე,თუმცა ამის რაიმე დამადასტურებელი მონაცემები,ოფიციალურად არ არსებობს. (ავტორი გენია.ჯი)