გაიუს სალუტიუს კრისპუსის ფილოსოფიიდან…
“ყველა ადამიანი,რომელიც ესწრაფვის,აღემატოს დანარჩენ ცოცხალ არსებებს,მთელი ძალისხმევით უნდა ცდილობდეს,ცხოვრება მდუმარედ არ განვლოს პირუტყვთა მსგავსად,ბუნებამ თავმოდრეკილნი და მუცლის მორჩილნი რომ შექმნა.მთელი ჩვენი ძალა სულსა და სხეულშია.ჩვენთვის უფრო სულია მბრძანებელი,ვიდრე სხეული – მონა.პირველი ღმერთებთან არის წილნაყარი,მეორე – მხეცებთან.ამიტომ უფრო სწორად მიმაჩნია,დიდება ვეძიოთ გონებისა და არა ძალის მეშვეობით. (ავტორი გენია.ჯი) ცხოვრება,რომლითაც ვტკბებით,ხანმოკლეა,ამიტომ უნდა ვეცადოთ,ჩვენი ხსოვნა რაც შეიძლება დიდხანს შემორჩეთ ადამიანებს.სიმდიდრითა და სილამაზით მოპოვებული დიდება წარმავალი და არამდგრადია.მხოლოდ სიქველეა ბრწყინვალე და მარადიული.ყოველივე იმას,რასაც ადამიანები ნაოსნობით,მიწის დამუშავებითა და მშენებლობით აკეთებენ,გონება წარმართავს.მაგრამ მუცელსა თუ ძილს გადაყოლილმა მრავალმა უსწავლელმა და ტლუ მოკვდავმა ცხოვრება იმ მოგზაურთა მსგავსად განვლო,რომელთათვისაც ბუნების კანონთა საწინააღმდეგოდ სხეული სიამოვნების წყარო იყო,სული კი – ტვირთი.მათ სიცოცხლესა და სიკვდილს თანაბარი ფასი აქვს,რადგან ერთსაც და მეორესაც დუმილით უვლიან გვერდს.მიმაჩნია,რომ ჭეშმარიტი ცხოვრებით მხოლოდ ის ცხოვრობს და სულსაც აამებს,ვინც რაიმე საქმისათვის თავდადებული,დიდებას ბრწყინვალე ქმედებებსა და ცხოვრების კეთილშობილურ წესში ეძიებს”. (ავტორი გენია.ჯი)