მარკუს ემილიუს ლეპიდუსის მიმართვიდან რომაელი ხალხისადმი…
1. “დიახ,სწორედაც რომ მეამბოხე ვარ,რადგანაც ვკიცხავ ჯილდოებს,რომლებიც შფოთის ამტეხთ უწყალობეს,ომი მწადია,რადგან მშვიდობის უფლებას ვითხოვ”.
2. “მიჭირს სრულიად გამოვხატო ჩემი გაოცება იმის გამო,რომ სულას დამქაშები და წარჩინებული ადამიანები,რომელთაც სამაგალითო წინაპრებმა გაუთქვეს სახელი,რომაელებზე ბატონობის საფასურს საკუთარი მონობით იხდიან და ურჩევნიათ ერთიცა და მეორეც უკანონოდ მიიღონ,ვიდრე სრულიად კანონიერად იყვნენ თავისუფალი”.
3. “სულამ,ერთადერთმა მოახერხა ჩაედინა ის,რაც კაცობრიობას ჯერ არ ახსოვს – მოიგონა სასჯელი ჯერ კიდევ დაუბადებელთათვის,რომელთაც უსამართლობა უფრო ადრე შეიცვნეს,ვიდრე სიცოცხლე. ჰოი სირცხვილო!!!” (ავტორი გენია.ჯი)
4. “ერთი ადამიანის ხელშია კანონები,მართლმსაჯულება,ხაზინა,პროვინციები,მეფეები,მოკლედ,მოქალაქეთა სიკვდილ-სიცოცხლის უფლება.ამავდროულად,თქვენ იხილეთ ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა და თანამოქალაქეთა სისხლით შეღებილი საფლავები.სხვა რაღა დარჩენია ვაჟკაცს,თუ არა ის,რომ უსამართლობას ბოლო მოუღოს ან მამაცურად მოკვდეს?”
5. “არასოდეს დავუშვებ,რომ მოქალაქეთა ქონება ვინმემ ნადავლად აქციოს”.
6. “თუ თქვენ თვლით,რომ რომში ახლა მშვიდობა სუფევს და წესრიგია,მაშინ მოიწონეთ უდიდესი არეულობა რესპუბლიკაში და მისი მარცხი,დაამტკიცეთ თავსმოხვეული კანონები და შეურიგდით მშვიდობას მონობასთან ერთად.უჩვენეთ შთამომავლობას მაგალითი იმისა,თუ როგორ უნდა ავნონ სამშობლოს მისივე სისხლის ფასად”.
7. “მშვიდ მონობას,ხიფათიანი თავისუფლება მირჩევნია”. (ავტორი გენია.ჯი)
8. “თავისი უზომო ბოროტმოქმედების გამო სულა თავს დღემდე უხიფათოდ გრძნობს,მაშინ როდესაც თქვენ – რომაელებო,კიდევ უფრო მძიმე მონობის შიშით,ვერ ბედავთ,თავისუფლების დაბრუნება მოითხოვოთ”.
9. “ამჟამად რომაელებო ასეა,ან უნდა დავემონოთ,ან უნდა დავიმონოთ,ან უნდა გვეშინოდეს,ან უნდა შევაშინოთ”.
10. “ბუნებამ ყველას,იმათაც კი,ვინც იარაღით არის დაცული,ერთი დასასრული დაუწესა და არავინ დაელოდება უდრტვინველად აღსასრულს,თუ არა დიაცივით მხდალი”. (ავტორი გენია.ჯი)