უილიამ შექსპირი – “სონეტი X”

სჯობს აღიარო,რომ არ გიყვარს ქვეყნად არავინ,

თუ დასაღუპად საკუთარი თავიც გასწირე,

ბევრმა გაჩუქა სიყვარული დაუფარავი,

მაგრამ შენ თვითონ ტრფობა არავის გაუნაწილე.

***

დაგუფლებია ბოროტების გრძნობა საზარი,

თითქოს გახარებს საკუთარი სულის გოდება,

გინდა დალეწო სილამაზის წმინდა ტაძარი,

შენი მარჯვენით განახლებას რომ ელოდება.

***

მაგრამ გონს მოდი, სიყვარული სამტრო რად არი?

სიძულვილი თუ არ განდევნე, ცოდვას დაიდებ,

დე, სულიც გქონდს მაგ ლამაზი სახის სადარი

და, სხვა თუ არა, შენი თავი მაინც დაინდე.

***

ასე თუ წახველ, ჩვენს მომავალს რაღა დარჩება?

შვილი დასტოვე სილამაზის გადასარჩენად.