იცით თუ არა,რომ
1. ერთ-ერთი უდიდესი დანიელი ფიზიკოსი – ნილს ბორი,არა მარტო დიდებული ფიზიკოსი,არამედ შესანიშნავი სპორტსმენიც გახლდათ.მან დანიის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში და დანიური კლუბის – Akademisk Boldclub-ის,კარის დარაჯად არა ერთი მატჩი ჩაატარა.
2. პირველად სამაგიდო თამაში “ტენისი”,1880-იან წლებში შემოვიდა,როგორც გასართობი და დროის გასაყვანი თამაში და მას ინგლისში მხოლოდ “მაღალი წრის” წარმომადგენლები თამაშობდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
3. ცეილონის რკინის ხეს (რომელიც შრი-ლანკის ეროვნულ სიმბოლოდ ითვლება),სხვა მცენარეებისაგან განსხვავებით,თავდაპირველად ფოთლები ყვითელი ან წითელი ფერის აქვთ და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ ისინი მწვანე ფერს.
4. სან მარინოს სახელმწიფოს ოფიციალური დევიზია – Libertas,რაც თარგმანით - “თავისუფლებას” აღნიშნავს.
5. 1938 წელს ადოლფ ჰიტლერი ამერიკულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა – Time Magazine,წლის ადამიანად დაასახელა.
6. კაქტუსის ერთ-ერთ სახეობას – “ცერეუს”,შეუძლია სამასი წელი იცოცხლოს და ოც მეტრამდე სიმაღლეს მიაღწიოს.
7. ყველასათვის ცნობილი თოჯინის – “ბარბის” სრული სახელწოდებაა – ბარბარა მილისენთ რობერტსი.
8. ერთ-ერთ უდიდესს იაპონურ კომპანია SONY -ის,თავდაპირველად – Totsuken ერქვა. (ავტორი გენია.ჯი)
9. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის – რიჩარდ ნიქსონის,უსაყვარლეს სასმელად – “მშრალი მარტინი” მიიჩნეოდა.
10. ადამიანის ტვინი დაბადებიდან სრულფასოვნად,მხოლოდ ოცი წლის შემდეგ ყალიბდება.