ფრანჩესკო პეტრარკა
ფრანჩესკო პეტრარკა - დაიბადა 1304 წლის 20 ივლისს იტალიის ქალაქ არეცოში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი პოეტი,ჰუმანისტი და რენესანსის ფუძემდებელი,გენიალურ იტალიელ პოეტთან – დანტე ალიგიერთან ერთად.ფრაჩესკო,ფლორენციელი იურისტის პიეტრო დი სერ პარენცოს ვაჟი იყო,რომელიც თავის მხრივ ფლორენციიდან იქნა გაძევებული,რადგან “თეთრების პარტიის” წევრს წარმოადგენდა.ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ოჯახმა ნავთსაყუდელი ავინიონში ნახა,სადაც დასახლდნენ კიდეც.თუმცა მოგვიანებით ისინი პატარა ფრანგულ ქალაქში კარპანტრაში გადავიდნენ.იქვე,ადგილობრივ სკოლაში დაიწყო დაწყებითი განათლების მიღება.ფრანჩესკო წარმოადგენდა დიდი კალაბრიერი ბერ-მონაზონის,ფილოსოფოსისა და მწერლის – ვარლაამ კალაბრიერის (1290-1348 წლები) ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლეს.საფუძვლიანად შეისწავლა ლათინური ენა და დიდი ინტერესით გაეცნო ძველი რომის ლიტერატურას. (ავტორი გენია.ჯი) 1319 წელს დაასრულა სკოლაში სწავლა და მამის თხოვნით დაიწყო სამართლის შესწავლა,თავდაპირველად მონპელიეში,ხოლო მოგვიანებით ბოლონიის უნივერსიტეტში.ბოლონიაში პეტრარკა მამის სიკვდილამდე (1326 წლამდე) დარჩა.მიუხედავად იურისტის პროფესიის დაუფლებისა,მას ნაკლებად აინტერესებდა ეს დარგი.იგი თანდათან იხიბლებოდა კლასიკური პოეზიის ჟანრითა და მწერლებით.მოგვიანებით,უნივერსიტეტიდან წამოსვლის შემდეგ,მან იურისტობაზე უარი თქვა და სასულიერო ცხოვრებას შეუდგა.მამისაგან მემკვიდრეობა გარდა ვერჯილიუსის ნაშრომებისა არაფერი დარჩენია,ამიტომ ეკონომიკური კუთხით არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა ჰქონდა.ეს ის პერიოდია,როდესაც ავინიონში იყო,რომიდან გადმოტანილი რომის პაპის ტახტი,ამიტომ ის ავინიონში,რომის პაპის კარზე დაახლოებული სასულიერო პირი ხდება.1327 წელს მან პირველად ნახა ლაურა,რომელიც შემდეგ მისი “მუზაც” კი ხდება.ლაურას სიყვარულმა პეტრარკას დიდი პრობლემები შეუქმნა რომის პაპის კარზე,ამიტომ ის გაძევებულ იქნა ავინიონიდან,ფრანგულ ქალაქ ვოკლიუზში.მალევე ააგო სახლი მდინარე სორგის ნაპირთან,სადაც 1337-1353 წლებში დროებით ცხოვრობდა,რადგან ხშირად უწევდა მოგზაურობები.პეტრარკამ ლაურას მიუძღვნა სონეტების წიგნი,სახელწოდებით – “სიმღერების წიგნი”,რასაც სულ მალე მეორე მისი ნაშრომი – “ტრიუმფი”,მოჰყვა. (ავტორი გენია.ჯი) მისმა პოეზიამ დიდი მოწონება დაიმსახურა და მიანიჭეს კათოლიკური ეკლესიის “სინეკურის ხარისხი”.მოგვიანებით კი მან მიწვევა მიიღო,პარიზიდან,რომიდან და ნეაპოლიდან,თუმცა პეტრარკამ რომი არჩია და იქ წავიდა კიდეც.ერთი წელიწადი იცხოვრა პარმელი ტირანის – აცო დი კორეჯიოს კარზე,საიდანაც მალევე ბრუნდება ვოკლიუზში.მისი ოცნება ძველი რომის დროინდელი ბრწყინვალების დაბრუნება იყო,ამიტომ რომის რესპუბლიკის აღდგენას ქადაგებდა,რამაც მისი ურთიერთობა დაძაბა რომაელ დიდგვაროვნებთან.პეტრარკა მალე მიემგზავრება სამოგზაუროდ იტალიის სხვა და სხვა კუთხეებში და ამ მოგზაურობების დროს უახლოვდება ისეთ გენიოსს,როგორიც იყო – ჯოვანი ბოკაჩო.1353 წელს პეტრარკა საბოლოოდ მიდის ვოკლიუზიდან,რადგან ახალმა არჩეულმა რომის პაპმა ინოკენტი VI-ემ,ის “ჯადოქრად” შერაცხა,ვერგილიუსის იდეების გაზიარებისა და ქადაგების გამო.ამ მიზეზით მიდის მილანში არისტოკრატ – ვისკონტების კარზე.ამავე პერიოდში დიპლომატიური მისიით მიემგზავრება პრაღაში,თუმცა 1361 წელს იგი მილანსაც ტოვებს და გადადის ვენეციაში,სადაც მისი არაკანონიერი ქალიშვილი იყო გათხოვილი.პეტრარკას პოეზია,შეიცავდა უმნიშვნელოვანესს საკითხებს,წარმოსახულს სატირის ჟანრით.მან დაწერა – “წერილები უმისამართოდ”,”ახალი ბაბილონი” და სხვა უამრავი ნამუშევარი.ფრანჩესკო პეტრარკა სიცოცხლის ბოლომდე ვენეციაში დარჩა და საბოლოოდ იქვე გარდაიცვალა 1374 წლის 19 ივლისს.იგი უდიდეს იტალიელ პოტთან – დანტე ალიგიერთან ერთად აღიარებულია – “რენესანსის” ფუძემდებლად და ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ პოეტადაც. (ავტორი გენია.ჯი)