ანრი მატისი – “მწვანე ზოლი”
“მწვანე ზოლი” – ინგლისურ ენაზე – “Green Stripe”,წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრის,მოქანდაკისა და “ფოვიზმის” (მიმდინარეობა ფრანგულ ფერწერაში XX საუკუნის დასაწყისში) ერთ-ერთი ლიდერის – ანრი მატისის (1869-1954 წლები),მიერ 1905 წელს,ზეთის საღებავით შესრულებულ უნიკალურ ტილოს.სურათის სიმაღლე 40,5 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 32,5 სანტიმეტრი.აღნიშნულ ტილოზე მხატვარმა საკუთარი მეუღლე – ამელი პერეირი გამოსახა და სახელად – “ქალბატონი მატისი” უწოდა.მასზე გამოსახულმა ქალის უშნო სახემ,იმთავითვე დიდი გაოგნება და შოკი გამოიწვია თანამედროვე მხატვრებსა და კრიტიკოსებში.მას შემდეგ,რაც სურათი იხილა ცნობილმა ფრანგმა კრიტიკოსმა – ჟაკ რივერმა,შეშფოთებულმა შესძახა:
“ის ხატავს სიმართლეს,საშინელ სიმართლეს!”
“მწვანე ზოლის” სურათში იმდენი ფერის საღებავია,ინტენსიურად გამოყენებული,რომ თავად ფოვიზმის მიმდევრების გაოცებაც კი გამოიწვია.თუმცა სურათის ფონზე გამოკვეთილად მაინც სამი ფერის ზოლი დომინანტობს.თმის ვარცხნილობა შავ და ლურჯ-მეწამულ ფერების კომპოზიციისაგან შედეგება.მუქი მწვანე ზოლი,რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ფერია ტილოზე,ერთგვარად ჰყოფს სახეს ორ ნაწილად.რომლის ერთი მხარე ღია ვარდისფერია,ხოლო მეორე კი მომწვანო.ანრი მატისის მიერ შესრულებული ტილო – “მწვანე ზოლი”,შესყიდულ იქნა ცნობილი ამერიკელი მწერალი ქალის გერტრუდა სტაინის ოჯახის წევრების,(და-ძმის) სარა და მაიკლ სტაინების მიერ.ისინი აღფრთოვანებული გახლდნენ მატისის შემოქმედებით და მას “გენიოსად” მოიხსენიებდნენ.სწორედ მათ მიანიჭეს ტილოს ის სახელი,რომლითაც დღეს არის ცნობილი – “მწვანე ზოლი”.დღევანდელ დღეს,ანრი მატისის სკანდალური ტილო დაცულია დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მდებარე – “ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)