სუბკომანდანტე ინსურხერტე მარკოსი – “მეოთხე მსოფლიო ომი”
“კონცეფცია,რომელიც საფუძვლად უდევს გლობალიზაციას,ჩვენ მოვიხსენიებთ,როგორც – “ნეოლიბერალიზმი”.ეს გახლავთ სრულიად ახალი რელიგია,რომელიც საკუთარ თავს უფლებას აძლევს დაწყებული პროცესი ბოლომდე მიიყვანოს.
მეოთხე მსოფლიო ომის დროს,კვლავ დაიპყრობენ ტერიტორიებს,გაანადგურებენ მოწინააღმდეგეებს და მართავენ დაპყრობილ მიწებს.
საკითხი იმაში მდგომარეობს,თუ რომელი ტერიტორიების დაპყრობა იქნება აუცილებელი და ვინ იქნება მათი მოწინააღმდეგე,რადგანაც მოწინააღმდეგეები,ფაქტიურად აღარ ჰყავთ.ისინი გაქრნენ… ჩვენ ვამტკიცებთ,რომ მათი ერთადერთი მოწინააღმდეგე ბუნებაში – კაცობრიობაა. (ავტორი გენია.ჯი) მეოთხე მსოფლიო ომი მას შემდეგ გაანადგურებს ადამიანთა მოდგმას,რაც გლობალიზაცია განახორციელებს საბაზრო უნივერსალიზაციას.მთელი კაცობრიობა,რომელიც დგას საბაზრო ლოგიკაზე,გამოცხადდება მტრად და დაექვემდებარება განადგურებას.მათი აზრით,სწორედ ჩვენ ვართ ის უმთავრესი მოწინააღმდეგეები,რომლებიც უნდა დაამარცხონ.ინდიელები და არა მარტო ინდიელები,ადამიანის უფლებების დამცველები,მასწავლებლები,ინტელექტუალები,მსახიობები და ნებიმიერი პროფესიის თავისუფალი ადამიანები,რომლებიც მათ შეხედულებებს არ გაიზიარებენ მტრად გამოცხადდებიან.
…რაში მდგომარეობს გლობალიზაციის პრობლემა მსოფლიოს მონოპოლიზაციისა? ეროვნულ სახელმწიფოებში,წინააღმდეგობებში,კულტურაში,ერების შიგნით ურთიერთ გაგებაში და ყველაფერ იმაში,რაც მათთვის უცხოა.ნუთუ შესაძლებელია მსოფლიო იყოს ერთნაირი,როდესაც ყველა და ყველაფერი განსხვავებულია? როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ეროვნული სახელმწიფოს აუცილებელ განადგურებაზე,ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ფორმას ადამიანების ფიზიკური განადგურებისა.თუმცა აუცილებლად გულისხმობს – სხვადასხვა ადამიანური ურთიერთობებისა და გრძნობების მოსპობას.ყოველივეს დანგრევის შემდეგ კი,აუცილებლად დასჭირდებათ იმავე დანგრეულის ახლით შეცვლა.იმ აღდგენილ ტერიტორიებზე,სადაც განსაზღვრული და დაგენილია მათი საბაზრო კანონები,დაიწყება ახალი ადამიანების შეყვანა – აი,გლობალიზაციის უმთავრესი მიზანი,საითაც მათ სურთ წაგვიყვანონ!” (ავტორი გენია.ჯი)