კაშალოტი
კაშალოტი - წარმოადგენს ძუძუმწოვარ გიგანტ ცხოველს კბილიანი ვეშაპის ქვერიგისა.ისინი ბუნებაში ერთადერთი სახეობა გახლავან კაშალოტისებრნთა ოჯახისა.მონათესავენი არიან კოგიას (კბილიანი ვეშაპების ქვერიგი) და ყველაზე დიდი წარმომადგენელია კბილიანი ვეშაპების რიგისა.თავად სიტყვა – “კაშალოტი”,პორტუგალიური წარმოამვლობის მქონეა და აღნიშნავს – “დიდ თავს”.თუმცა მეორე ვერსიის თანახმად,აღნიშნულ სიტყვას ფრანგული ენიდან გამოსულად მიიჩნევენ.თუმცა,აღსანიშნავია ის გარემოება,რომ თავდაპირველად სიტყვა კაშალოტი გვხვდება დიდი რომაელი ბუნებისმეტყველი ფილოსოფოსის – პლინიუს უფროსის (23-79 წლები) მიერ დაწერილ ენციკლოპედიაში – “ბუნების ისტორია”.როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან,ისინი დედამიწის წყლებში ჯერ კიდევ ოლიგოცენისა და მიოცენის ეპოქებში გამოჩნდნენ.დღევანდლამდე,კაშალოტის ყველაზე ძველი ნაშთი აღმჩენილ იქნა 1970 წელს აზრებაიჯანის ტერიტორიაზე.მისი ასაკი 25 მილიონი წლით განისაზღვრა.მამრის სხეულის სიგრძე 20 მეტრამდეა ,ხოლო წონით 70 ტონამდე იზრდებიან. (ავტორი გენია.ჯი) მდედრის (რომელიც ძირითადად ტროპიკული წყლების მოყვარულია) სიგრძე 15 მეტრამდეა,ხოლო წონა 30 ტონამდე.ისინი დედამიწაზე არსებულ ყველა ოკეანეში ბინადრობენ,გარდა პოლარული რეგიონებისა.მათ ძალუძთ ათას მეტრ სიღრმეზე წყლებში იარსებონ,სადაც წყლის წნევა მინიმუმ 100-ჯერ აღემატება წყლის ზედა ფენის წნევას.კაშალოტი აღიარებულია,ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ძუძუმწოვარა ცხოველად დედამიწაზე.მათი თავი წინიდან ბლაგვია და იგი სხეულის თითქმის 1/3-ს შეადგენს.შუბლის განყოფილებაში შეზრდილი საჰაერო პარკი აქვს.ზედა ყბა უკბილოა,მაშინ,როცა ქვედა ყბაზე 18-30 წყვილი კბილი გააჩნია.კაშალოტების სიცოცხლის ხანგრძლივობა 50 წელიწადს შეადგენს.იკვებებიან თევზებითა და მოლუსკებით (მისი კვების 80% რაციონი,სწორედ მოლუსკებისაგან შედგება).საკვების მოსაპოვებლად ყველაზე დიდ სიღმეებში,სხვა ზღვის ძუძუმწოვრებთან შედარებით,სწორედ კაშალოტი ჩადის.მას შეუძლია 2 კილომეტრზე წყლის სიღრმეშიც კი ჩავიდეს,რათა მოიპოვოს ნადავლი.ამ პროცესისათვის კაშალოტი წყლის სიღრმეებში ორ საათსაც კი ატარებს.ცხოვრობენ დიდ ჯგუფებად.შესაძლოა თითო ჯგუფი ათასი კაშალოტისაგანაც შედგებოდეს.მამრ კაშალოტს შესაძლოა მდედრი კაშალოტებისაგან შემდგარი მთელი “ჰარემიც” კი გააჩნდეს (დაახლოებით 10-15 მდედრი კაშალოტი).მაკეობის პერიოდი 16 თვის განმავლობაში გრძელდება.ახლად დაბადებული კაშალოტის წონა 1 ტონამდეა.აღსანიშნავი ფაქტია,რომ კაშალოტის ტვინი რვა კილოგრამს აღემატება,მაშინ,როდესაც გიგანტური ზომების მქონე ვეშაპის ტვინი სამ კილოგრამს იწონის. (ავტორი გენია.ჯი) ბუნებაში მას მტერი არ ჰყავს.მხოლოდ პატარა კაშალოტებს ემუქრებათ საფრთხე ცელნამგალა ვეშაპების მხრიდან.თუმცა ყველაზე დიდ მტერს – ადამიანი წარმოადგენს.მისგან იღებენ ორ უმნიშვნელოვანეს პროდუქტს – სპერმაცეტსა (ცვილისებრი ნივთიერება,რომელსაც იღებენ კაშალოტის თავის ფიბროზული პარკიდან და შედგება პალტიმინმზავასა და ცეტილის სპირტის რთული ეტერისაგან) და ამბრას (მყარი ცხოველური წარმოშვების ცხიმისებრი ნივთიერება).მათზე ნადირობამ,კაშალოტების რაოდენობის ძალიან შემცირება გამოიწვია,რის გამოც 1980-იან წლებში მიღებულ იქნა პრაქტიკული ზომები მათი დაცვისათვის.ისინი ძალიან დიდი საფრთხის მატარებელი ცხოველები არიან მაშინ,როდესაც საფრთხე ემუქრებათ.ამ დროს გამოირჩევიან დიდი აგრესიით.გარდა ამისა საფრთხის დროს შეუძლიათ 30 კილომეტრი-სიჩქარის განვითარება წყალში (ჩვეულებრივ დროს 5 კილომეტრ-საათი სისწრაფით დაცურავენ).მათ ბევრი ის მეზღვაური იმსხვერპლეს,რომლებიც კაშალოტებზე ნადირობდნენ.ცნობილია,რომ დაძირული ჰყავთ რამდენიმე კაშალოტებზე მონადირე ხომალდიც.მათ შორის 1980 წელს 5 ტონიანი გემი – “ესეკსი”.საინტერესო ისიც,რომ ადამიანის შემდეგ,მხოლოდ აღნიშნულ ძუძუმწოვარს შეუძლია მელოდიების გამოცემა.მათი ყველაზე პატარა “არია” ექვს წუთს გრძელდება,ხოლო ყველაზე გრძელი”არია”კი ნახევარ საათს.არის მოსაზრება,რომ ისინი ამ “არიებს” თავიანთ შვილებს უმღერიან.კაშალოტები ძალიან ცუდი მხედველობით და ყნოსვის უნარის არ ქონით გამოირჩევიან,რის გამოც ძირითად ინფორმაციას სმენით იღებენ.მათი ნადირობის სტილი ღამურების ნადირობის მეთოდს ჩამოჰგავს,რადგან ექოლოკაციის შედეგად პოულობენ მსხვერპლს.მათი მიგრაცია შემოდგომისას იწყება და დაახლოებით სამ თვეს გრძელდება,რა პერიოდშიც ისინი ათასობით კილომეტრს გადიან,მაგალითად ბერინგისა და ჩუკოტკის ზღვიდან,კალიფორნიის ნახევარკუნძულამდე,სადაც მათთვის შესანიშნავი წყლის ლაგუნაა.თებერვალში კი კაშალოტები კვლავ ჯგუფებად იმავე გზას გადიან,რა გზითაც ამ წყლებამდე მოაღწიეს.კაშალოტები დამკვიდრებული არიან სხვადასხვა ზღვისპირა ხალხების კულტურებში.დღესდღეობით მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია (ვარაუდობენ 300-400 ათას ეგზემპლარს),თუმცა ფაქტია,რომ შემცირებულია და თანდათან კვლავ კლებულობს. (ავტორი გენია.ჯი)