შარლ დე გოლის სტრატეგიული შეცდომები…
საფრანგეთის ლეგენდად ქცეულმა პრეზიდენტმა – შარლ ანდრე ჟოზეფ მარი დე გოლმა (1890-1970 წლები), თავისი საპრეზიდენტო მოღვაწეობის უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ დიდი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა.იგი ერთდროულად დაუპირისპირდა მსოფლიოს რამდენიმე წამყვან ქვეყანას. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისრაელს და დიდ ბრიტანეთს. ისრაელისა და არაბების მრავალწლიან დაპირისპირებაში გენერალმა დე გოლმა აშკარად დაუჭირა მხარი არაბებს. როგორც ცნობილია, იგი არასწორად მიიჩნევდა ისრაელის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასაც. (ავტორი გენია.ჯი) 1950-იანი წლები ბოლოს, საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მან ფაქტობრივად ცალმხრივად შეწყვიტა ისრაელთან მანამდე დადებული ყველა სამხედრო ხელშეკრულება, ხოლო 1967 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომაზე ისრაელ-ეგვიპტის ომში ისრაელი გამოაცხადა აგრესორად. აღნიშნულ ფაქტს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელთა მხრიდან დიდი აღფრთოვანება მოჰყვა, თუმცა მეტად გააღიზიანა – ისრაელის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები. ბუნებრივია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პატივმოყვარე ისრაელის სპეცსამსახური – „მოსადი” გენერალ დე გოლის ანტიისრაელურ მოქმედებებს დიდხანს ვერ შეეგუებოდა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საკმაოდ ძლიერი მოკავშირეები ჰყავდა ამ საკითხში. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დე გოლის მრავალწლიანი ანტიამერიკული პოლიტიკით დიდად უკმაყოფილო გალდათ. საფრანგეთის პრეზიდენტი საჯაროდ გმობდა ამერიკის პოლიტიკას ვიეტნამში, დოლარის პრივილიგირებულ მდგომარეობას და მოითხოვდა კანადის ფრანგულენოვანი პრივინციის – კვებეკის დამოუკიდებლობას. კულმინაცია ზემოთ აღნიშნული ქვეყნების გაღიზიანებისა, დე გოლის მიერ საფრანგეთის NATO-დან გამოყვანამ გამოიწვია. გარდა ამისა, იმავე პერიოდში საბჭოთა კავშირთან მოაწერა ხელი – „მეგობრობისა და თანამშრომლობის” დოკუმენტს. მისი პოლიტიკით შეშფოთებული გახლდათ დიდი ბრიტანეთიც, რადგანაც საფრანგეთმა მრავალჯერ დაბლოკა ამ ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანება. საერთაშორისო ასპარეზზე აშკარა დაპირისპირებას თან დაერთო შიდაეკონომიკური და სოციალური პრობლემები. ქვეყანაში გაიზარდა ინფლაცია, უმუშევრობა. (ავტორი გენია.ჯი) არქაულმა განათლების სისტემამ კი ასაკოვანი პრეზიდენტის მხარდამჭერების შეშფოთებაც გამოიწვია. ამ ჩამონათვალმა დე გოლის პოზიციების შერყევა გამოიწვია. საბედისწერო საგარეო და საშინაო პოლიტიკის შეცდომების პიკი 1968 წლის მაისში დადგა. სტუდენტური გამოსვლები გახდა ის დეტონატორი, რომელმაც საბოლოოდ შეიწირა დე გოლის კარიერა. პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე ნანტერეს უნუვერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე (საინტერესო კანონზომიერებაა, რომ სტუდენტთა გამოსვლები ყველა ქვეყანაში ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე იწყება) დაწყებულმა გამოსვლებმა სულ მალე პარიზის სორბონის უნივერსიტეტში გადაინაცვლა და რამდენიმე დღეში საფრანგეთის სტუდენტთა ნახევარმილიონიან დემონსტრაციად გადაიქცა. სოციალური და განათლების სისტემის რეფორმების მოთხოვნები სულ მალე „უხილავი ხელით” პოლიტიკურ – დე გოლის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა. დე გოლი კი სტუდენტთა გამოსვლებს მეტად ცინიკურად აფასებდა. იგი ამბობდა: „ალბათ, გამოცდების ჩაბარების ეშინიათ ან სტუდენტური სასადილო არ მოსწონთო”.
1968 წლის 10 მაისს პარიზში სტუდენტებმა 100-მდე ბარიკადი ააგეს. ისინი შეიარაღებული იყვნენ მოლოტოვის კოქტეილებითა და ქვებით. პოლიციასა და დემონსრატ სტუდენტებს შორის საშინელი ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. საბოლოო ჯამში, სამართალდამცველებმა სტუდენტები სასტიკად დაარბიეს. ჯიუტი გენერალი დე გოლი 1972 წლამდე (საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე) გადადგომას არ აპირებდა. თუმცა ჯერ გაფიცვებმა, სტუდენტთა მრავალათასიანმა დემონსტრაციებმა და შემდეგ რეფერენდუმში დამარცხებამ აიძულა 79 წლის პრეზიდენტი, 1969 წლის 27 აპრილს გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა. როგორც არაოფიციალურად აღნიშნავენ, დე გოლის გადადგომას ხელი შეუწყო რამდენიმე უცხოურმა სახელმწიფომ, თუმცა ეს ფაქტი, ისევე როგორც ადრეულ პერიოდში, დღესაც გასაიდუმლოებულად რჩება. შარლ ანდრე ჟოზეფ მარი დე გოლი გადადგომიდან მალევე, კერძოდ 1970 წლის 9 ნოემბერს საღამოს 7 საათზე აორტის გახეთქვის შედეგად კოლომბე-დე-დიოზ-ეგლიზში გარდაიცვალა. – (ავტორი გენია.ჯი)