ნიკოლოზ გოგოლის შესახებ…
გამოჩენილი რუსი პროზაიკოსი და დრამატურგი - ნიკოლოზ გოგოლი (1809-1852 წლები), ავტორი ისეთი ცნობილი ნაწარმოებისა, როგორიცაა – „მკვდარი სულები”, სკოლაში ძალიან სუსტი წერით და ზოგადად, ცუდი სწავლით გამოირჩეოდა.შესაბამისად, მას არც ერთ საგანში არ ჰქონია მაღალი შეფასება, გარდა ხატვისა. მიუხედავად დაბალი შეფასებებისა, მან მაინც დიდ წარმატებას მიაღწია შემდგომში ლიტერატურულ სამყაროში. 1848 წელს იმყოფებოდა იერუსალიმში, რა დროსაც მოინახულა – ქრისტეს საფლავი. თავად იერუსალიმმა მასზე დიდი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. ქრისტეს საფლავზე კი განაცხადა:
„ჯერ არასოდეს ვყოფილვარ ისე მცირედ კმაყოფილი ჩემი გულის მდგომარეობით, როგორც ეს იერუსალიმშია. ქრისტეს საფლავზე მივხვდი, თუ რაოდენ დიდი სიცივეა ჩემს გულში დაბუდებული; რაოდენ ამპარტავანი და თავისთავზე შეყვარებული ვარ”.
1852 წლის იანვრის თვეში გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობრის ნიკოლოზ იაზიკოვის ღვიძლი და, რამაც მასზე მეტად უარყოფითი გავლენა იქონია. ამავე პერიოდში მისი ჯანმრთელობაც შერყეული გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) როგორც თავად იხსენებდა, ერთ-ერთი ლოცვის დროს ჩაესმა ხმა, რომელმაც მას ახლო მომავალში სიკვდილი უწინასწარმეტყველა. აღნიშნულმა ფაქტებმა გოგოლის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. მას მუდამ თან სდევდა – „სიკვდილის შიში”. 1852 წლის 11 თებერვალს ნიკოლოზი ძალიან მძიმე სულიერ მდგომარეობაში ვარდება, რა დროსაც ანადგურებს თავისი საუკეთესო ნაწარმოების – „მკვდარი სულების” მეორე ტომის ხელნაწერებს (პირველი ტომი გამოაქვეყნა 1852 წელს). ბავშვობაში, ბებია – ტატიანა სემიონოვნა მუდმივად უყვებოდა ზეციური ანგელოზებისა და ღმერთის შესახებ ამბებს. ნიკოლოზის კითხვაზე, თუ როგორ ხვდებოდნენ ადამიანები ზეცაში, ბებოსგან ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს იღებდა: „იმ კიბის მეშვეობით, შვილო, რომელიც ზეცას სწვდება”. სიკვდილის წინ აგონიაში მყოფი ნიკოლოზ გოგოლის უკანასკნელი სიტყვებიც სწორედ მისი ბავშვობის გამოძახილი იყო:
„კიბე! სასწრაფოდ მომაწოდეთ კიბე!!!” (ავტორი გენია.ჯი)