სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალის ი დომენეკის შესახებ…
გენიალური ესპანელი მხატვარი - სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკი (1904-1989 წლები),მეუღლის – გალა ელუარ დალის გარდაცვალების შემდგომ (1982 წლის 10 ივნისი),”ღრმა დეპრესიაში” ჩავარდა.მისი სიყვარული გალას მიმართ იმდენად ღრმა და დიდი იყო,რომ გალას დაღუპვის შემდეგ,ღირებული თითქმის აღარაფერი აღარ დაუხატავს.სტრესში მყოფი სახლიდან არ გადიოდა და “გარე სამყაროსთან” კონტაქტს მაქსიმალურად ერიდებოდა.მან დაივიწყა ის ყოველგვარი საყოფაცხოვრებო წესები და უნარ-ჩვევები,რომლებიც ცხოვრების განმავლობაში ჰქონდა გამომუშავებული. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ სალვადორს გალას რამდენიმე პორტრეტი,თავისივე ხელით ჰქონდა შესრულებული და სახლის კედლებზე გამოფენილი,ყოველთვის უკმაყოფილების გრძნობა ეუფლებოდა,რის გამოც,გარშემომყოფთ ეუბნებოდა:
” – გალა ბევრად უფრო ლამაზი ქალი იყო,ვიდრე მე მას ვხატავდიო”.
სალვადორ დალიმ,მისი უმთავრესი მუზის – გალას გარდაცვალების შემდგომ,შვიდი წელიწადი იცოცხლა,თუმცა მეუღლის გარდაცვალებისაგან მიღებული სულიერი და ემოციონალური ტრამვა,მას დარჩენილი სიცოცხლის ბოლომდე თან სდევდა.გენიალური ესპანელი მხატვარი – სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს გულის შეტევის შედეგად,კატალონიის ქალაქ ფიგერასში. (ავტორი გენია.ჯი)
სალვადორ დალის მიერ შექმნილი – გალას რამდენიმე სურათი