ჰენდრიკ იოჰანეს “იოჰან” კრუიფი
ჰენდრიკ იოჰანეს “იოჰან” კრუიფი – დაიბადა 1947 წლის 25 აპრილს,ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში.იგი წარმოადგენს მსოფლიო ფეხბურთის იმ ლეგენდას,რომელსაც დღემდე – “მფრინავი ჰოლანდიელის” სახელით მოიხსენიებენ.მისი ცხოვრება თავიდანვე მჭიდროდ დაუკავშირდა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საფეხბურთო კლუბს – “ამსტერდამის აიაქსს”.მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა.დედა ადგილობრივ საფეხბურთო სტადიონზე დამლაგებლად მუშაობდა.შესაბამისად,პატარა იოჰანი სისტემატიურად ესწრებოდა გუნდის ვარჯიშებს და თავიდანვე მიზნად დაისახა ამ დიად კლუბში მოხვედრა.როდესაც კრუიფი 12 წლის გახდა,დედის თხოვნით გუნდის მწვრთნელებმა იოჰანი აიაქსის საფეხბურთო სკოლაში აიყვანეს. (ავტორი გენია.ჯი) ოთხი წლის შემდეგ (1963 წელს) გაუფორმეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი,რის შემდეგაც ჩაირიცხა ამსტერდამის აიქსში.მომავალ ვარსკვლავ დებიუტი ძირითად გუნდში 17 წლის ასაკში ჰქონდა.სულ მალე გამოაშკარავდა,რომ იოჰანი არა მხოლოდ მშვენივრად ჯდებოდა ლეგენდარული ნიდერლანდელი მწვრთნელის – რინუს მიხელსის ტაქტიკურ კონცეფციებში,არამედ მშვენივრად შეეძლო თამაშის გაძღოლა და ლიდერის ფუნქციების საკუთარ თავზე აღება.მსუბუქი და გრაციოზული კრუიფი სისტემატიურად მანევრირებდა მოედანზე.მისი მოულოდნელი გადაადგილებები მინდორზე,უდიდეს თავსატეხს უჩენდა მოწინააღმდეგეებს.სწორედ ამ პერიოდში მიიღო მან მეტსახელად – “მფრინავი ჰოლანდიელი”.იგი ბრწყინვალე იყო როგორც ბურთით,ასევე უბურთოდ თამაშისაც.იოჰანს ჰქონდა ფილიგრანული ტექნიკა,იდეალური პასის კულტურა და უზუსტესი დარტყმები.თვითონ კრუიფი თავის ამგვარ თამაშს შედეგნაირად ხსნიდა:
“თანამედროვე ფეხბურთი, თავისი არსით არის განუწყვეტელი მოძრაობა.მას შემდეგ,რაც ბურთს გამოეთხოვები,სწრაფად უნდა დასვა მოწინააღდეგის წინაშე გადაუჭრელი ამოცანები.შენი განუწყვეტელი მოძრაობებით და მანევრებით მინდორზე,უნდა მიიპყრო მეკარის და მცველების ყურადღება,რაც ყოველთვის გამოიწვევს მოწინააღმდეგე გუნდში ქაოსსა და დაბნეულობას.ერთი სიტყვით,აგრძნობინე რომ შენ მართავ თამაშს და აიძულე აღიარონ შენი ავტორიტეტი.”
კრუიფს ჰქონდა ბრწყინვალე სიჩქარე: 30 მეტრს ადგილიდან 3,8 წამში ფარავდა.შეეძლო დიდი სიჩქარე განევითარებინა ნებისმიერ მომენტში,თუმცა,აგრეთვე ძალუძდა მომენტალური შეჩერებაც.მაქსიმალურ სისწრაფის აკრეფისას იცვლიდა სირბილის მიმართულებას.მის უბურთო თამაშსაც კი,აღფრთოვანებაში მოჰყავდა მაყურებელი.მიუხედავად კრუიფის არც თუ დიდი წონისა,იგი მყარად იდგა ფეხზე და მისთვის ბურთის ართმევა იყო “ზერთული” ამოცანა.კორპუსით ბურთს ფარავდა იდეალურად და სწრაფი მიმართულების შეცვლით თავბრუს ახვევდა მცველებს.პასის მიღებისა შეეძლო ნებისმიერი რამის გაკეთება: ბურთის დამუშავება,სწრაფი დრიბლინგის წამოწყება,ფეხის ერთი შეხებით მიღებული ბურთისთვის მიმართულების შეცვლა და შეტევის აბსოლუტურად სხვა მიმართულებით განვითარება.განუწყვეტელი მუშაობით საკუთარ თავზე,იოჰანი ყალიბდებოდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.იმ დროისთვის ამსტერდამის აიაქსი,რინუს მიხელსის ხელმძღვანელობითა და იოჰან კრუიფის მეთაურობით ეტაპობრივად დაეუფლა მოწინავე პოზიციებს შიდა პირველობაზე და 70-იანი წლების დასაწყისში უკვე დადგა დრო ევროპის დაპყრობისა.აიაქსმა,თავისი პირველი ჩემპიონთა თასი მოიგო 1971 წელს,დაამარცხა რა ფინალში ბერძნული პანათინაიკოსი.ამ მოვლენის შემდეგ,მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ აღიარა როგორც გუნდი,ასევე მისი უცვლელი ლიდერი – იოჰან კრუიფი.იგი იყო პირველი ნიდერლანდელი ფეხბურთელი,რომელმაც მოიპოვა “ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება”.მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი “ტოტალური ფეხბურთის” ტრიუმფალური სვლისა.შემდეგ წელს აიაქსმა კვლავ მოიგო “ჩემპიონთა თასი” (ეხლანდელი ჩემპიონთა ლიგა).ამჯერად მისი მსხვერპლი აღმოჩნდა იტალიური “ინტერი”.ნიდერლანდელებმა მოიგეს 2:0 და ორივე გოლი იოჰანმა გაიტანა.1973 წელს აიაქსმა,უკვე შტეფან კოვაჩის ხელმძღვანელობით მესამედ მოიგო ჩემპიონთა თასი.მათ ამჯერადაც იტალიური გუნდი დაამარცხეს.1973 და 1974 წლებში კრუიფმა კვლავ მოიპოვა – “ოქროს ბურთი”,რსი შემდეგაც იგი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში,რომელმაც სამჯერ შეძლო “France Football”-ის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს დასაკუთრება.ყველა კარგად ათვიცნობიერებდა,რომ ევროპის მასშტაბით ღარიბი ამსტერდამის აიაქსი ვერ შეძლებდა ამხელა კალიბრის ვარსკვლავის დიდი ხნით შენარცუნებას გუნდში და ასეც მოხდა: 1973 წელს იოჰან კრუიფი გადავიდა კატალონიურ “ბარსელონაში”,რომელსაც სპორტული თვალსაზრისით არც თუ ისე ულხინდა იმ პერიოდში.თუმცა 1973-1974 წლების სეზონში „მფრინავი ჰოლანდიელის” ბრწყინვალე თამაშის წყალობით ბარსელონა გახდა ესპანეთის ჩემპიონი,ხოლო კრუიფი კარიერაში ბოლოჯერ დაეუფლა “ოქროს ბურთს”.საერთაშორისო ასპარეზზე იოჰანის დებიუტი შედგა ცხრამეტი წლის ასაკში.პირველივე მატჩში გამოირჩა გატანილი გოლით.ჰოლანდიის ნაკრებში,ისევე როგორც აიაქსში და ბარსელონაშ, იოჰანი ყოველთვის იყო ნომერ პირველი ფიგურა.საკლუბო დონეზე მიღწეული წარმატებების პარალელურად მომწიფდა დრო,რომ ჰოლანდიურ ფეხბურთს გაებრწყინა “მსოფლიო პირველობაზე”. 1974 წელს რინუს მიხელსის “ტოტალური ფეხბურთი” მთელი თავისი ბწრყინვალებით წარსდგა მსოფლიოს წინაშე.მიზანი იყო ერთადერთი – “მსოფლიო ჩემპიონობა”.ჯგუფურ ეტაპზე ნაკრებმა ყოველგვარი პრობლემების გარეშე ჩამოიტოვა ურუგვაის (2:0), ბულგარეთის (4:1) და შვედეთი ნაკრებები (0:0) და გავიდა შედმგომ ეტაპზე,რომელიც ასევე ჯგუფებისგან შედგებოდა.
ჰოლანდიის ჯგუფში მოხვდნენ – “დიდებული” ბრაზილია,არგენტინა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა.ჰოლანდიურმა გუნდმა გადაურბინა სამხრეთ ამერიკულ გრანდებს: არგენტინა დაამარცხა (4:0), ბრაზილია (2:0) და გდრ (2:0).იოჰან კრუიფმა კი აღნიშნული თამაშები ბრწყინვალედ ჩაატარა.გაჰქონდა გოლები,არიგებდა საგოლე გადაცემებს და უკვე მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მიიჩნეოდა ამ უდიდესი საფეხბურთო ფორუმის უპირობოდ საუკეთესო ფეხბურთელად. და დადგა ფინალური ორთაბრძოლის დროც,სადაც ფეხბურთის სპეციალისტები,მწვრთნელები, სპორტული ჟურნალისტები უდავო ფავორტად მიიჩნებდა ნიდერლანდების ნაკრებს… მათ ნაკრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოუჩნდა უამრავი ქომაგი.იოჰან კრუიფი აღიქმებოდა,როგორც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი,ხოლო რინუს მიხელსის სახელის და გვარის წინ ყველა ამატებდა ერთ სიტყვას – „დიდი”.თუმცა,უკვე მერამდენედ საფეხბურთო პროგნოზები თავდაყირა დადგა! თამაშის პირველივე წუთებზე იოჰან კრუიფმა განახორციელა ბრწყინვალე დრიბლინგი,რა დროსაც იონესმა იგი საჯარიმოში დასცა.იოჰან ნეენსკესმა პენალტი გოლში გარდასახა… (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,პირველი ტაიმის ბოლოს ნიდერლანდები მაინც 1:2 – ს აგებდა. “ფორტუნამ” გენიალურ ნაკრებს ზურგი აქცია.მიუხედავად უამრავი მცდელობისა მეორე ტაიმში თამაშში ანგარიში არ შეცვლილა და ფეხბურთის ისტორიაში,ალბათ ყველაზე დიდი გუნდი,ყველაზე დიდი ფეხბურთელი და ყველაზე დიდი მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარეშე დარჩა.ნიდერლანდების ნაკრები 4 წლის შემდეგაც გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში,თუმცა უკვე იოჰან კრუიფისა და რინუს მიხელსის გარეშე. “მფრინავმა ჰოლანდიელმა” გუნდიდან წასვლის შესახებ 1977 წელს გააკეთა ოფიციალური განცხადება. 31 წლის ასაკში იოჰანი წავიდა ბარსელონიდანაც და გადაბარგდა ამერიკის შეერთებულ შტატებში,სადაც თამაშობდა “ლოს ანჟელეს აცტეკში” და “ვაშინგტონ დიპლომატსში”.ამერიკაში ევროპული ფეხბურთის აყვავების მცდელობა კრახით დასრულდა და 1981 წელს “მფრინავი ჰოლანდიელი” დაბრუნდა ესპანეთში,სადაც გამოდიოდა ლევანტეს შემადგენლობაში.კარიერის ბოლო წლები კრუიფმა გაატარა ნიდერლანდებში. 1981-1983 წლებში თამაშობდა ამსტერდამის აიაქსში,ხოლო 1983-1984 წლების სეზონი ყველასათვის მოულოდნელად ითამაშა როტერდამის ფეინოორდში.კრუიფის აღნიშნული ნაბიჯი ერთგვარად აღიქმებოდა,როგორც მინიმუმ – “სკანდალური”,თუმცა იოჰანის ავტორიტეტმა დარჩრდილა ყველა ის უარყოფითი ემოცია,რაც ამ ნაბიჯმა გამოიწვია.1986 წლიდან იოჰან კრუიფის ცხოვრებაში დაიწყო ახალი ერა – იგი მწვრთნელი ხდება.1986-1988 წლებში ჩააბარეს მშობლიური აიაქსი,რომელშიც ფეხს იდგამდნენ მომავალი “მეგა ვარსკვლავები” – მარკო ვან ბასტენის ხელმძღვანელობით.გუნდში მისვლიდან ერთი წლის თავზე კრუიფმა მოიგო თასების მფლობელთა თასი,რის შემდეგაც,1988 წელს დაუბრუნდა კატალონიურ ბარსელონას.როგორც ფეხბურთელის რანგში მისვლისას,ასევე მწვრთნელობის დაწყების დროსაც ბარსას დიდად არ ულხინდა.გუნდი ყურყუტებდა ცხრილის შუაში და ძალზედ არასტაბილურად თამაშობდა.თუმცა სულ მცირე პერიოდში კრუიფმა მოახერხა და პერმანენტულად შექმნა “მსოფლიო გრანდი”.მისვლიდან ერთი წლის თავზე მოიგო თასების მფლობელთა თასი,ხოლო 1992 წელს ევროპის ჩემპიონთა ლიგა.იმ დროისათვის იოჰანმა ოთხჯერ გახადა გუნდი ესპანეთი ჩემპიონი და ერთხელ მოიგო ქვეყნის თასი.1996 წელს იოჰან კრუიფი საბოლოოდ წავიდა ფეხბურთიდან.მიუხედავად უამრავი წინადადებისა,დღემდე უარით ისტუმრებს ყველას ვინც რაიმე პოსტს სთავაზობს საფეხბურთო სამყაროში და არჩევანს მშვიდ ცხოვრებაზე აკეთებს. თუმცა იოჰანი ყოველთვის აღფრთოვანებით ეხმაურება ნიდერლანდების ნაკრების,ამსტერდამის აიაქსის და ბარსელონას ყველა წარმატებას და მძიმედ განიცდის მისი საყვარელი გუნდების წარუმატებლობას.ჰენდრიკ იოჰანეს “იოჰან” კრუიფის გავლენა მსოფლიო ფეხბურთში დღესაც ძალიან დიდია და მრავალი სპეციალისტი იზიარებს მის ხედვებს.საფეხბურთო ისტორიაში კი მისი სახელი ოქროს ასოებით სამუდამოდ ჩაეწერა,როგორც: “მფრინავი ჰოლანდიელისა”. (ავტორი გენია.ჯი)