ტერენტი გრანელი – “გაზაფხულის საღამოა მშვიდი”

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

***

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,

ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

***

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,

რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

***

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,

მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

***

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.