ონორე დე ბალზაკის ნააზრევი…
1. “ბრბო გიჟად თვლის მაღალი გონების ადამინებს, რომელნიც არ ზრუნავენ არც კომფორტსა და არც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ხშირად მთელი დღე ჩამქრალი სიგარა უჭირავთ პირში და ღილებშეუკრავი შედიან სალონში, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს იბადება ხელსაწყო,რომლის მარტივი აღნაგობა გვაოცებს და გვხიბლავს, თავმდაბალი მეცნიერი კი იღიმება და თავის თაყვანისმცემლებს ეუბნება: - მე არაფერი შემიქმნია, ადამიანი ძალას როდი იგონებს, იგი მას მხოლოდ მიმართავს, ხოლო მეცნიერება ბუნების წაბაძულობაა და მეტი არაფერიო”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “ბრძოლის ველი,სადაც გონება იბრძვის,უფრო საშიშია,ვიდრე ბრძოლის ველი,სადაც იხოცებიან”.
* * *
3. “თუ შენი ძალა არა გწამს, გენია არა ხარ”.
* * *
4. “ადამიანის დასჯის შემზარავი საშუალება – სიმარტოვეა.სიმარტოვე სიცარიელეა და ადამიანი,როგორც მორალურად,ისე ფიზიკურად ვერ ეგუება მას”.
* * *
5. “რა დაემართებოდა ლიტერატურას,მისი საქმეები დაცული რომ არ იყოს; ჩვენ გვაქვს ჩვენი საკასაციო სასამართლო – ეს მომავალია.ბედნიერეია ის,ვისაც მის წინაშე წარდგომა შეუძლია”.
* * *
6. “გააუმჯობესო შენი დროის ზნეობა – აი, მწერლის უპირველესი მიზანი”.
* * *
7. “ისე ცუდად არაფერი არ ვიცით,როგორც ის,რომ თითოეულმა უნდა იცოდეს კანონი”.
* * *
8. “სიმკაცრემ, რომელიც გამართლებულია აღმზრდელის ძლიერი ხასიათით, მისმა ღირსეულმა ქცევამ, რომელიც შერწყმულია სიკეთესთან, არა მგონია,რომ ჩვენში გაბრაზება გამოიწვიოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. “ვეძიოთ სნეულების მიზეზი სულის წიაღში და არა სხეულის შიგნეულობაში”.
* * *
10. “არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნულებს ჰგვანან: მათთვის ყოველთვის აუცილებელია, რომ წინ ციფრები ჰქონდეთ”.