ლავრენტი ბერიას “მუქარა ქართველი მწერლებისა და ხელოვანებისადმი!”

“ქართველ მწერლებსა და ხელოვნების წარმომადგენლებს შორის არიან ცალკეული პირები,რომლებმაც უნდა გადასინჯონ თავიანთი ურთიერთობა ქართველი ხალხის მტრებთან - აღნიაშვილთან,ლომინაძესთან,ჯიქიასთან,ელიავასთან და სხვებთან.სერიოზულად დაუფიქრდნენ ამას და თავისთვის ყველა საჭირო დასკვნა გამოიტანონ,რადგან არავის მივცემთ ნებას,ითვალთმაქცოს,ქართველი ხალხი მოატყუოს და საბჭოთა მწერლის ან მხატვრის სახელს ამოფარებულმა ხალხის მტრებთან ერთად შავი საქმე აკეთოს.მაგალითად,პაოლო იაშვილმა,რომელიც უკვე ასაკით ორმოცს გადაცილებულია,დროა,ჭკუა ისწავლოს.სეკეთე არ მოჰყვება მის ნავარდს ლომინაძისგან ჯიქიასკენ,ჯიქიასგან აღნიაშვილისკენ და ბოლოს ელიავას კლანჭებში.ზედმეტი არ იქნება სერიოზულად ჩაუფიქრდნენ თავიანთ საქციელს გამსახურდია,ჯავახიშვილი,მიწიშვილი,შევარდნაძე და კიდევ ზოგიერთები. (ავტორი გენია.ჯი)

საბჭოთა მწერალი,პირველ რიგში,ის ადამიანი უნდა იყოს,რომელიც ყველაფერს საბჭოთა ხელისუფლებას,სოციალისტურ სამშობლოს,ლენინისა და სტალინის პარტიას მიუძღვნის.მას უნდა უყვარდეს საბჭოთა ხალხი,საბჭოთა სამშობლო და ღრმად სწამდეს მისი ძალა და ძლიერება.ის მართალი და გულწრფელი უნდა იყოს თავის შემოქმედებაში,მან უნდა განამტკიცოს და გააფართოოს კავშირები მუშათა ფართო ფენებთან.

ჩემ მიერ ჩამოთვლილმა მწერლებმა უნდა იცოდნენ,რომ მათი შემდგომი საქციელი,ის გარემოება,რა სწრაფად გარდაიქმნებიან და დაგმობენ თავის წარსულ საქმეებსა და კავშირ-ურთიერთობას,განსაზღვრავს ჩვენი პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულებას მათდამი…” (ავტორი გენია.ჯი)