ალბერტ პიერპოინტის შესახებ…
ალბერტ პიერპოინტი (1905-1992 წლები) – წარმოადგენდა ინგლისის ისტორიაში იმ ერთ-ერთ ყველაზე “სახელგანთქმულ” ჯალათს,რომლის ხელითაც ოფიციალური მონაცემების თანახმად,სიცოხლეს გამოეთხოვა 435 სიკვდილმისჯილი ადამიანი.მის მიერ დასჯილი მსჯავრდებულების უმეტესობას ბრალი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ედებოდა.მათ შორის იყვნენ: ფაშისტების ცნობილი პროპაგანდისტი,ინგლისურენოვანი გერმანული რადიოს წამყვანი და ზედსახელათ “ლორდი ჰავ-ჰავის” მქონე – უილიამ ჯოისი და ბრიტანელი კოლაბორაციონისტი – ჯონ ამერი.აღსანიშნავია,რომ ამ უკანასკნელს,თავად პიერპოინტი ყველაზე მამაც ადამიანად მიიჩნევდა მათ შორის,ვინც კი მას სიკვდილით ოდესმე დაუსჯია. (ავტორი გენია.ჯი) ალბერტს “ოფიციალურ ჯალათს” უწოდებდნენ,მიუხედავად იმისა,რომ მას ეს მისია სამსახურეობრივად შეთავსებული არ ჰქონია.როგორც წესი სიკვდილით დასჯას ბრიტანეთში,ადგილობრივი შერიფები ანხორციელებდნენ.თუმცა თუკი ისინი ამ მისიას თავს ვერ გაართმევდნენ,ყოველთვის ჰყავდათ შეჩეული ისეთი ადამიანები,რომლებიც ამას შეასრულებდნენ.ამ საშინელი აქტის ჩადენის შემდეგ კი საკმაოდ კარგ გასამრჯელოსაც უხდიდნენ.სწორედ ასეთი მისიების შესრულება უწევდა ალბერტ პიერპოინტს.1932 წლიდან იგი მამისა და ბიძის კვალზე დადგა (ისინიც ჯალათები იყვნენ) მაშინ,როდესაც ერთ-ერთი ჯალათის თანაშემწედ დაიწყო “მუშაობა”.1941 წლიდან თავად ხდება მთავარი ჯალათი.1956 წელს “პენსიაზე” გავიდა.დიდი ბრიტანეთის ემიგრაციული კონტროლის და უსაფრთხოების სამსახურმა – “ჰოუმ-ოფისმა” კი,ის დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე “ეფექტურ ჯალათად” დაასახელა.მოგვიანებით – ალბერტ პიერპოინტი,რომელსაც ოფიციალურად 435 ადამიანის (არაოფიციალური ცნობების თანახმად 600-ზე მეტი) დასჯა ჰქონდა განხორციელებული,დაწერა მემუარები,სადაც განსაკუთრებით აღნიშნა,რომ სიკვდილით დასჯა ვერანაირად ვერ გახდება ფაქტორი დანაშაულებების ჩაუდენლობებისა.შესაბამისად აღნიშნულ ფორმას დასჯისა,არაეფექტურად მიიჩნევდა… (ავტორი გენია.ჯი)