ლუის ფარახარის “გამაოგნებელი განცხადება”…
ლუის ფარახარი – წარმოადგენს სკანდალური და რადიკალური გამოსვლებით საყოველთაოდ ცნობილ ამერიკელ საზოგადო მოღვაწეს. მას დღემდე „ანტისემიზმსა” და „რასიზმში” სდებენ ბრალს, რის გამოც დიდი კრიტიკის ობიექტად არის ქცეული საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან.გარდა ამისა, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი შავკანიანთა რელიგიური და ნაციონალური ორგანიზაციის – „ისლამის ნაციის” ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერიცაა. მიუხედავად უამრავი ბრალდებისა, ლუისი თავს არც „რასისტად” და, მითუმეტეს, არც „ანტისემიტად” არ მიიჩნევს. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად, ყველა ბრალდებასაც უარყოფს. 1995 წელს ფარახარმა ამერიკაში ორგანიზება გაუწია – „მილიონი შავკანიანი მამაკაცის მარშს”. ცნობილია, რომ ლუისი გახლავთ სულიერი მოძღვარი ისეთი ცნობილი ადამიანებისა, როგორებიც არიან – მუჰამედ ალი, მაიკლ ტაისონი, მაიკლ ჯეკსონი და ქარიმ აბდულ ჯაბარი. 2005 წელს მან აშშ-ის ხელისიფლებას შავკანიანი მოსახლეობისადმი გამოჩენილ გულგრილობაში საჯაროდ დასდო ბრალი. საქმე ეხებოდა „ქარიშხალ კატრინას”, რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყანას. ლუის ფარახარმა აღნიშნული საკითხის შესახებ განაცხადა: „იმ ხუთი დღის განმავლობაში, როდესაც ქარიშხალი ქროდა ახალ ორლეანში, ხელისუფლებას ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს მოქალაქეების დასახმარებლად. შავკანიანი მოსახლეობა სახლების სახურავზე იმყოფებოდა და ამაოდ ითხოვდა დახმარებას. და ეს მაშინ, როდესაც თეთრკანიანები მათ ვერტმფრენებიდან გულგრილად უყურებდნენ”.
ამ სკანდალურ განცხადებას ისეთი დიდი სკანდალი და რეზონანსი არ გამოუწვევია, როგორიც მისმა შემდგომმა, მართლაც რომ გამაოგნებელმა განცხადებამ გამოიწვია ებრაელთა შესახებ:
„რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ებრაელი ბანკირები აფინანსებდნენ ადოლფ ჰიტლერს. მაშინ, როდესაც ღარიბი ებრაელები იღუპებოდნენ, მდიდარი ებრაელები სათავეში ედგნენ იმ პროცესს, რომელსაც დღეს – „ჰოლოკოსტს” ვუწოდებთ… მაშინ, როდესაც ღარიბი ებრაელები საშინელი სიკვდილით იღუპებოდნენ – მდიდარი ებრაელები კიდევ უფრო მდიდრდებოდნენ და უზარმაზარ თანხებს გამოიმუშავებდნენ… მაშინ, როდესაც ღარიბი ებრაელების ტყავისასგან გერმანელები საპონს ამზადებდნენ – იმავე საპნით მდიდარი ებრაელები ხელ-პირს იბანდნენ… მაშინ, როდესაც ებრაელთა ერთი ნაწილი მუსიკით ერთობოდა – მეორე ნაწილს იმავე მუსიკის ფონზე მარშირებით მიერეკებოდნენ გაზის კამერებისკენ…”
ლუის ფარახარმა ეს განცხადება საკუთარ საიტზე 2008 წლის 6 იანვარს გამოაქვეყნა, რითაც უკიდურესად აღაშფოთა ებრაელი ხალხი. მისი განცხადების გამოქვეყნებიდან უმოკლეს პერიოდში, ლუის ფარახარი ისრაელის სახელმწიფომ ოფიციალურად გამოაცხადა – „პერსონა ნონ გრატად” და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა… (ავტორი გენია.ჯი)