აიეტის სიტყვით გამოსვლა “ეგრისის სახალხო კრებაზე”…
“ეგრისის სახალხო კრებაზე” (555 წელი),VI საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა ორატორმა,წარჩინებულმა კოლხმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ -აიეტმა,წარმოსთქვა ისტორიული სიტყვა,რომელიც სრულად შემოგვინახა დიდმა ბიზანტიელმა ისტორიკოსმა – აგათია სქოლასტიკოსმა.აიეტის სიტყვით გამოსვლა კი შემდგომი სახითაა დღემდე წარმოდგენილი:
“რომაელები რომ სიტყვებითა და გეგმებით გვეპყრობოდნენ უსამართლოდ,ჩვენც კარგს ვიზამდით,რომ მუდამ ამგვარივე საშუალებებით დაგვეცვა თავი; მაგრამ ახლა ნუთუ მისაღებია,რომ ამ დროს როდესაც ისინი ყველაფერში საშინლად გვექცევიან,სამაგიეროს გადახდის შემთხვევას ვკარგავთ იმაზე,რომ ვყოყმანობთ და ვთათბირობთ? ხომ არავის შეუძლია იმის მტკიცება,თითქოს მტერი ბოროტ ქცევაში ჯერ არ იყოს შემჩნეული, და თითქოს მხოლოდ ეჭვები არსებობდეს,რომ ის ამგვარ აზრებსა და ზრახვებს ატარებს; არც საბუთების მოგონებაა საჭირო მისი,ვითომდა დაფარული,ვერაგობის დასამტკიცებლად.საკმარისია გაიხსენოთ სახელოვანი გუბაზი,რომელიც ასე საცოდავად იქნნა მოსპობილი… (ავტორი გენია.ჯი) გაქრა კოლხთა ღირსება და ამიერიდან ვეღარ ვეღირსებით იმას,რომ სხვებს ვმბრძანებლობდეთ: ისიც უნდა ვიკმაროთ,თუ მივაღწევთ იმას,რომ ძალიან არ დაგვჩაგრონ იმათ,ვინც წინათ ჩვენი ქვეშევრდომი იყო.ნუთუ უკიდურეს უგუნურებას არ წარმოადგენს ის,რომ იმათ შესახებ,ვინც ეს ჩაიდინა,ვზივართ და ვმსჯელობთ,მტრებად ჩავთვალოთ ისინი თუ მეგობრებად? უნდა ვიცოდეთ რომ მათი თავხედობა ამაზე არ შეჩერდება: თუ ჩვენ ამ ბოროტმოქმედებას უყურადღებოდ დავტოვებთ,ისინი არ მოგვეშვებიან და გულხელდაკრეფილნი რომ ვისხდებით,უფრო შეუპოვრად აგვხდიან ნამუსს… (ავტორი გენია.ჯი)
მე ვინატროდი კოლხეთის სახელმწიფოს ჰქონდეს მისი ძველი ძლიერება,რომ მას არ დასჭირდებოდეს უცხო და გარეშე დახმარება და რომ ყოველგვარ საქმიანობაში,როგორც ომიანობის,ისე მშვიდობიანობის დროს,მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობოდეს,მაგრამ როდესაც ჩვენ ჟამთა ტრიალის ან ბედის უძლურებაში ჩავვარდით რომ სხვათა ხელქვეითნი გავხდით,მე ვფიქრობ უმჯობესია იმათ ხელში ვიყოთ,ვინც უფრო კეთილისმსურველია,ვინც იცავს კეთილგანწყობილებას თავისიანებისა და მოკავშირეთა მიერ”.