იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უკანასკნელი ნაწარმოები,რომელიც მან სიკვდილამდე 19 დღით ადრე (1791 წელს) დაწერა,გახლავთ: “ხმამაღლა გამოვხატავთ ჩვენს სიხარულს”.აღნიშნული ნაწარმოები დღევანდელ დღემდე – “მასონთა კანტანად” არის მიჩნეული.თავის მხრივ,მოცარტის – “მასონთა კანტანამ” სათავე დაუდო “ავსტრიის ეროვნული ჰიმნის” შექმნას.აღსანიშნავია ისიც,რომ 1791 წლის 18 ნოემბერს ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა თავად უდირიჟორა “საორკესტრო კაპელას” და შეასრულა ზემოთ აღნიშნული ნაწარმოები,მაშინ,როდესაც “მასონთა ლოჟამ”,ახალი ტაძარი გახსნა.
2. ”ცნობა ჩემი გარდაცვალების შესახებ,ცოტა გადაჭარბებულია,” – ის საყოველთაოდ ცნობილი “ფრთიანი ფრაზაა”,რომელიც წარმოსთქვა გენიალურმა ამერიკელმა მწერალმა - მარკ ტვენმა.აღნიშნული ფრაზის წარმოთქმა კი,მწერლის მიერ,განპირობებული გახლდათ მარკ ტვენის გარდაცვალების ცნობის გავრცელებისა და 1907 წელს,ერთ-ერთ ამერიკულ გაზეთში,მასზე მიძღვნილი “ნეკროლოგის” გამოისობით.მარკ ტვენი როგორც ცნობილია “ნეკროლოგის” გამოქვეყნებიდან მხოლოდ 3 წლის შემდეგ გარდაიცვალა (1910 წლის 21 აპრილს).
3. ყველაზე ხმაურიანი და ძლიერი ვულკანის ამოფრქვევა,დაფიქსირდა ინდონეზიაში 1883 წელს,მაშინ,როდესაც ამოიფრქვა ვულკანი – “კრაკატაუ”.მისი ამოფრქვევის ხმა 5 000 კილომეტრზე ისმოდა,ხოლო მისი სიმძლავრე 20,000-ჯერ უფრო ძლიერი იყო ვიდრე,ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბისა.
4. მზის საერთო დიამეტრი დედამიწის დიამეტრზე 109-ჯერ დიდია და იგი 1,392,000 კვადრატული კილომეტრს შეადგენს. (ავტორი გენია.ჯი)
5. 1800 წლისათვის ქალაქების მოსახლეობა,მსოფლიოს მოსახლეობის 2.5%-ს შეადგენდა; 1920 წლისათვის ქალაქების დედამიწის მოსახლეობის 9.2% იყო; 1980 წლისათვის ამ მაჩვენებელმა 40%-ს მიაღწია,ხოლო 2000 წლისათვის კი,მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქალაქის მაცხოვრებელი შეადგენდა.
6. ცნობილ ესპანელ ინკვიზიტორსა და “ავგუსტინელთა ორდენის” სასულიერო პირს,რომელიც მოგვიანებით მოკლულ იქნა ინკვიზიციის სხვა წევრებთან ერთად - პედრო არბუესს (1441-1445 წლები),ჭადრაკის თამაშის საშინელი მეთოდი ჰქონდა შემუშავებული.კერძოდ: სპეციალურად გაკეთებულ უზარმაზარ საჭადრაკო დაფაზე,ფიგურებად იმ ადამიანებს იყენებდა,რომელთაც ინკვიზიციამ “სიკვდილის დასჯა” მიუსაჯა.აღსანიშნავია,რომ,როდესაც ერთ-ერთი ფიგურა (საჭადრაკო ტერმინით) “მოკვდებოდა”,ის პიროვნება რომელიც მოკლული ფიგურის როლს ასრულებდა,თავადაც ადგილზევე ისჯებოდა “სიკვდილით”.
7. მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მაშტაბურ და მნიშვნელოვან ხანძრად,რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა კაცობრიობის ისტორიას,გახლავთ - ”ალექსანდრიის უნიკალური ბიბლიოთეკის” გადაწვა 391 წელს ეგვიპტეში,რელიგიური მღელვარების დროს.განრისხებულმა ბრბომ გადაწვა ის ალექსანდრიის უძველესი ბიბლიოთეკა,რომელშიც (ანტიკური ხანიდან მოყოლებული) უძვირფასესი ხელნაწერები და უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების დოკუმენტები ინახებოდა.აღსანიშნავია,რომ ამ ფაქტმა ისეთი ისტორიული ფაქტებიც კი გადაწონა,როგორიც არის არტემიდას დიდებული ტაძრის (ჰეროსტატეს მიერ) და ნერონის მიერ რომის გადაწვა.
8. თავდაპირველი იდეა,რომელმაც “ნოუთბუქის” წარმოებას დაუდო სათავე,ეკუთვნის ცნობილ ამერიკელ გამომგონებელს – ალან კეის.მას სურდა შეექმნა ისეთი მანქანა,რომელიც ადვილად სატარებელი და მარტივი მოსახმარებელი იქნებოდა,ნებისმიერი ადამიანისათვის.ალან კეიმ თავისი ინოვაციური ხედვა გაანდო კორპორაცია Intel-ს და 1968 წელს,ამ კომპანიასთან ერთად შექმნა თანამედროვე ნოუთბუქის პირველი მოდელი,რომელსაც - “Dynabook” უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი)
9. 1794 წელს,საფრანგეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში “ბალ-მასკარადებზე”,მანდილოსნების უმეტესობა კისერზე წითელი ლენტით ცხადდებოდა.წითელი ლენტი – სიმბოლურად გამოხატავდა “გილიოტინის” მიმართ ერთგვარი პროტესტის გრძნობას და იმ პერიოდის საზოგადოების – “შავი იუმორიც” გახლდათ,რადგან წითელი ფერის ყელზე გაკეთებული ლენტი გილიოტინის სასიკვდილო მანქანასთან ასოცირდებოდა.
10. არქეოლოგთა მტკიცებით,პირველი “საპონი” ადამიანმა გამოიგონა ექვსი ათასი წლის წინათ და მას ამზადებდა ცხოველთა ქონის,ნაცრისა და ტუტის მარილისაგან.