ფოტოგრაფიის ისტორიიდან…

1. დღემდე შემორჩენილ პირველ (ზემოთ გამოსახული) ფოტოს,რომელიც გადაღებულ იქნა 1826 წელს დიდი ფრანგი გამომგონებლისა და “ფოტოგრაფიის” ფუძემდებლის – ჟოზეფ ნისეფორ ნიეფსის მიერ (1765-1833 წლები),სახელად ეწოდა – “ხედი ფანჯრიდან”.აღსანიშნავი ფაქტია,რომ მან პირველი ფოტო ჯერ კიდევ 1822 წელს გადაიღო და სახელად – “გაშლილი სუფრა” უწოდა.თუმცა,სამწუხაროდ,კაცობრიობის ისტორიაში პირველად გადაღებულ ფოტოს ჩვენამდე არ მოუღწევია.სწორედ ამიტომ მიიჩნევა დღემდე შემორჩენილ უძველესს ფოტოდ – “ხედი ფანჯრიდან”.

2. პირველი ფერადი ფოტო,1861 წელს გადაიღო ცნობილმა შოტლანდიელმა ფიზიკოსმა,მეცნიერმა და გამომგონებელმა – ჯეიმზ კლარკ მაქსველმა (1831-1879 წლები). (ავტორი გენია.ჯი)

3. პირველი აერო გადაღება დაფიქსირდა 1858 წელს,დიდი ფრანგი გამომგონებლის და “ფოტომემატიანის” სახელით ცნობილი – გასპარ ფელიქს ტურნაშონის (ფსევდონიმით ნადარის) მიერ.მან პირველი აერო ფოტო (საჰაერო ბურთიდან) გადაუღო საფრანგეთის ულამაზეს დედაქალაქს პარიზს.

4. პირველი ასტროფოტოგრაფიული ფოტო მთვარესა და ვარსკვლავებზე გადაღებულ იქნა 1847 წელს,ამერიკაში მდებარე ჰარვარდის ობსერვატორიიდან.

5. პირველი წარმატებული ფოტოგადაღება მზის სრული დაბნელებისა განხორციელდა 1851 წლის 28 ივნისს,პრუისაში მდებარე კიონინსბერგის ობსერვატორიიდან. (ავტორი გენია.ჯი)

6. პირველი ფოტოგრაფიული ობიექტი ღრმა კოსმოსურ სივრცეზე,კერძოდ “ორიონის ნისლეულზე”,გადაღებულ იქნა 1880 წელს,დიდი ამერიკელი ასტრონომისა და ექიმის – ჰენრი დრეიპერის (1837-1882 წლები) მიერ.

7. პირველი დოკუმენტალური ფოტოების გადაღების იდეა სათავეს ინგლისში იღებს.ფოტოგრაფიული გამოსახულება,იმ პერიოდისათვის მიჩნეული გახლდათ,როგორც დოკუმენტალური ხასიათის მქონე ნიმუში.თუმცა პიონერად ამ საქმეში,არა ბრიტანელები,არამედ ამერიკელები მიიჩნევიან.კერძოდ,ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი – იაკობ ავგუსტ რიისი (1849-1914 წლები).სწორედ ის გახლავთ მიჩნეული პირველ ფოტო-ჟურნალისტად ისტორიაში.მან 1870 წელს დაიწყო ფოტოსესიის გადაღება ნიუ-იორკის ღარიბი ფენის მოსახლეობისა.

8.  პირველი წყალქვეშა ფოტო გადაღებულ იქნა 1856 წელს,ცნობილი ინგლისელი ფოტოგრაფის – უილიამ ტომპსონის მიერ,რომელიც იმ დროისათვის წყალქვეშა გადაღებებს ფოტოკამერის მეშვეობით აწარმოებდა.

9. პირველი საქორწინო ფოტოს გადაღება სათავეს იღებს XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან.ხოლო პირველი სარეკლამო ფოტოს გადაღება იმავე საუკუნის ბოლო პერიოდიდან.

10. პირველ ციფრულ ფოტო-კამერის გამომგონებლად მიჩნეულია კომპანია  Kodak-ის ცნობილი სპეციალისტი – სტივენ სესონი.თავად ტერმინი – “ფოტოგრაფია” შემოღებულ იქნა 1839 წელს,ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ასტრონომის: ინგლისელი – ჯონ გორშელისა და გერმანელი – იოჰან ფონ მედლერის მიერ. (ავტორი გენია.ჯი)