“რუბიკის კუბის” ისტორიიდან…

“რუბიკის კუბი” – რომელსაც თავდაპირველად მოიხსენიებდნენ,როგორც – “მაგიური კუბი”,წარმოადგენს მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ თავსატეხს.იგი 1974 წელს გამოიგონა უნგრელმა სკულპტორმა და არქიტექტურის პედაგოგმა - ერნე რუბიკმა.1975 წელს კი,მან თავისი ახალი ქმნილება ოფიციალურად დააპატენტა.თავა უნგრეთში,აღნიშნულ თავსატეხს – “უნგრულ კუბს” უწოდებენ.აღსანიშნავი ფაქტია,რომ მისი შექმნის დღიდან,დღემდე 350 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.”რუბიკის კუბს”,ზედსახელად მისი სირთულის გამო – - “ღმერთის ალგორითმიც” კი შეარქვეს.ცნობილია,რომ მის აწყობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები რეგულარულად ტარდება.აღნიშნულ ტურნირებს კი,ორგანიზებას  WCA-ს ასოციაციის უწევს. (ავტორი გენია.ჯი) მსოფლიო რეკორდი მის სწრაფად აწყობაში 2011 წლის 11 იანვარს დაამყარა ფელიქს ზემგედსონმა მელბურნში.მან “რუბიკის-კუბი”  6,65 წამში ააწყო (არის არაოფიციალური ცნობები,რომ ფელიქსმა მისი აწყობა 4,79 წამშიც მოახერხა).ასევე საინტერესოა ისიც,რომ ეროვნებით ფინელმა – ანსი ვანხალამ იგი ფეხით 36,72 წამში ააწყო.”რუბიკის კუბიკმა” ყველაზე დიდი პოპულარობა 1980 წელს მოიპოვა.იმ პერიოდისათვის პლანეტის მოსახლეობის ყოველი მეხუთე ადამიანი აღნიშნული ნივთის მფლობელი გახლდათ.ცნობილი ფაქტია ისიც,რომ ბრიტანელმა გრემ პარკერმა “მაგიური კუბის” აწყობას სრული 26 წელი მოანდომა.ცხრამეტი წლის ასაკში,დაბადების დღეზე საჩუქრად “რუბიკის კუბი” გადასცეს.იმ დღიდან მოყოლებული გრემი მას ოცდაექვსი წლის მანძილზე აწყობდა და მხოლოდ 47 წლის ასაკში შეძლო საბოლოოდ აეწყო იგი,რაც ყველაზე ხანგრძლივი დროა აწყობისა აღნიშნული თავსატეხის ისტორიაში.”რუბიკის კუბის” სწრაფად ამწყობ ადამიანებს – “სპიდკუბერებად” მოიხსენიებენ,ხოლო ყველაზე სწრაფ აწყობას – “სპიდკუბინგს”.დღესდღეობით “რუბიკის კუბის” აწყობის ყველაზე სწრაფ მეთოდად – “ჯესი ფრიდრიხის მეთოდი” მიიჩნევა.გარდა ამისა,გავრცელებულია მისი მსგავსი უამრავი სხვადასხვა სახის ასაწობებიც – მეფერტას პირამიდა,მეგამინქსი და სხვა.მისი აწყობა ფართოდ არის გავრცელებული სოციალურ ქსელებშიც და არსებობს მრავალი კომპიუტერული პროგრამა.უკვე 40 წელიწადია,”რუბიკის კუბის” დამზადებისა და გავრცელების ოფიციალური უფლება,მინიჭებული აქვს ერთ-ერთ ინგლისურ კომპანიას – Seven Towns Ltd-ს,რომელსაც თავის მხრივ ხელმძღვანელობს ერნე რუბიკის უახლოესი მეგობარი – ტომ კრემერი. (ავტორი გენია.ჯი)

“რუბიკის კუბი”

“მეგამინიქსი”

“მეფერტას პირამიდა”