მარკუს პორციუს კატონის (უმცროსი) “მიმართვა სენატს”
“მამა სენატორებო! როდესაც წარმოვიდგენ ჩვენს სახიფათო მდგომარეობას,შიში მიპყრობს.როდესაც ჩავუფიქრდები ზოგიერთის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს,ვატყობ,რომ ეს ადამიანები მსჯელობენ იმათ სასჯელზე,ვინც თავიანთ სამშობლოს,მშობლებს,საკურთხევლებს და ოჯახურ კერებს ომი გამოუცხადა.გარემოება კი უფრო იმას გვაიძულებს,თავი დავიცვათ მათგან,ვიდრე ის განვსაჯოთ,რა გადაწყვეტილება მივიღოთ მათ შესახებ.სხვა ბოროტმოქმედებები მათი ჩადენის შემდეგ ისჯება,ხოლო რაც შეეხება ამას,წინასწარ თუ არ აღვკვეთეთ,შემდეგ უკვე ამაოდ მოგვიწევს,ვეძიოთ მართლმსაჯულება.როდესაც ქალაქი უკვე აღებულია,დამარცხებულებს აღარაფერი რჩებათ.მაგრამ უკვდავი ღმერთების სახელით მოგიწოდებთ თქვენ,ვინც მუდამ საკუთარ სახლებს,აგარაკებს,ქანდაკებებს,სურათებს უფრო მაღლა აყენებდით,ვიდრე რესპუბლიკის ინტერესებს.თუ გინდათ შეინარჩუნოთ ეს ყველაფერი, და რასაც ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ,თუ გსურთ ისიამოვნოთ მოცალეობის ჟამს,ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძეთ და მიხედეთ რესპუბლიკას. (ავტორი გენია.ჯი) აქ საქმე აღარ ეხება არც ხარკს და არც მოკავშირეთა უსამართლობას.ჩვენი თავისუფლება და არსებობაც კი ეჭვქვეშაა.მამა სენატორებო,მრავალგზის წარმომითქვამს გრძელი სიტყვა თქვენი წოდების წინაშე.ხშირად მიჩივლია ჩვენი მოქალაქეების გარყვნილებასა და სიხარბეზე.ამის გამო ბევრი მოწინააღმდეგე მყავს.მე,რომელიც არასოდეს წავსულვარ საკუთარ სინდისთან გარიგებაზე,არც სხვას ვპატიობდი ადვილად ქვენა გრძნობებით ჩადენილ უკეთურ საქმეებს.მიუხედავად იმისა,რომ თქვენ ყოველივე ამას ნაკლებად აფასებდით,რესპუბლიკა ძლიერი იყო და მისი კეთილდღეობა თქვენ გულგრილობას იტანდა.მაგრამ ახლა საქმე ის კი არ არის,ჩვენი ცხოვრება ზნეობრივია თუ უზნეო,ან რამდენად დიადი და დიდებულია რომაელი ხალხის იმპერია,არამედ ის,რომ,როგორიც არ უნდა ჩანდეს იგი,ან ჩვენთან დარჩება ან ჩვენი ჩათვლით მტერი დაისაკუთრებს.აქ კი მე კიდევ ლმობიერებასა და გულმოწყალებაზე მელაპარაკებიან!
ჩვენ მართლაც დიდი ხანია საგნებს თავის ჭეშმარიტ სახელებს აღარ ვარქმევთ,რადგან სხვისი ქონების უხვად გაცემა ხელგაშლილობად იწოდება,გამბედაობა საძრახის საქმეში – სიმამაცედ.ამიტომ არის რესპუბლიკა დაღუპვის პირას მისული.დაე,იყოს ასე,რადგან ასეთია მათი ცხოვრების წესი: იყვნენ ხელგაშლილნი – მოკავშირეთა ქონებით,გულმოწყალენი – ხაზინის ქურდების მიმართ,ოღონდ ჩვენ სისხლს ნუ გასცემენ და მცირერიცხოვან დამნაშავეთა დაზოგვით,ყველა პატიოსან ადამიანს ნუ დაღუპავენ.” (ავტორი გენია.ჯი)
P.S. აღნიშნული მიმართვა რომის სენატისადმი,კატონმა განახორციელა ლუციუს სერგიუს კატილინას შეთქმულების გახმოვანების შემდეგ ძვ.წ.აღ-ით 63 წელს…