რეზო თაბუკაშვილი – “სონეტი”

მშვიდობას ვეტყვი,მალე ქართულ ზეცის საფიონს,

და მცირე ტალღად შევერწყმები ზღვას,უნაპიროს.

ქარს,იმ ქვეყნიურს დავუხვედრებ,მალე,წინ აფრას;

დიდებულია! გარდვიქცევი მალე წინაპრად.

***

და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას,

სიკვდილი მაინც არ დაარქვათ,გარდაცვალებას.

მე წავალ,რადგან დრო არ მაქვს უკვე არჩევნის,

მე წავალ,მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები.

***

მე გიმეგზურებთ,ცხოვრების გზას როცა გაჰყვებით,

მე დაგინახავთ,მაგრამ ვეღარ დაგენახვებით:

მე არსდროს არ ვიქნები თქვენთან მოდავე,

სამშობლო თქვენი,თუ არასდროს არ იცოტავეთ!

მაგრამ იცოდეთ,მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ,

თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ.

***

დამარცხებულიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ,

ვინმეს სიგლახე,კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ,

მშვიდი გექნებათ სიყმაწვილე,მერე სიბერეც

სხვათა მიღწევით,სიხარული თუ გაიბევრეთ.