მარკუს ტულიუს ციცერონის ნააზრევი…
“რაც დასამალი არ არის,ის არც უნდა დავფაროთ და ვაღიაროთ.ქების წყურვილი ყველას გვკლავს,წარჩინებულნი უფრო ილტვიან დიდებისაკენ,ფილოსოფოსებიც კი,თავიანთ წიგნებში გვირჩევენ,უარი ვთაქვთ პატივზე და ამ დროს არ ავიწყდებათ საკუთარი სახელი მოაწერონ თავიანთ თხზულებებს,ისინი ამტკიცებენ,რომ არ ღირს დიდებასა და პოპულარობაზე ფიქრი და ამავე დროს სურთ მათი სახელი გაცხადდეს. (ავტორი გენია.ჯი) ნუთუ ჩვენ,ყველანი,რომლებიც ამ სახელმწიფოში ვიღწვით,ამდენ საფრთხესა და განსაცდელს ვითმენთ,ვიცით,რომ სიცოცხლის ბოლომდე სიმშვიდესა და დასვენებას ვერ ვეღირსებით,ისეთი სულმოკლენი ვჩანვართ,რომ ვფიქრობთ,ყოველივე გაქრება სიკვდილის შემდეგ? ბევრმა ცნობილმა პიროვნებამ იზრუნა,რომ შემოგვრჩენოდა მისი ქანდაკი,რომელიც მხოლოდ სხეულის ასლია და არა – სულისა; განა უფრო მეტად არ უნდა გვინდოდეს დარჩეს ჩვენი სიქველის ძეგლი,ნიჭიერად და გემოვნებით ძერწილი? მე პირადად,რასაც ვქმნიდი,იმთავითვე იმ აზრისა ვიყავ,ამით ჩემს სახელს ვაცნობდი ყველას და ჩემს მარადიულ ხსოვნას დავტოვებდი ამქვეყნად,მაგრამ ამას ან ვერ გავიგებ სიკვდილის შემდეგ,ან,როგორც ბრძენი ადამიანები ფიქრობენ,ჩემი სულის რაღაც ნაწილი მაინც შეიგრძნობს ამას; აი,ამის იმედი მაქვს და ამით ვსულდგმულობ”. (ავტორი გენია.ჯი)