მარკუს პორციუს კატონი (უფროსი) – “სიბერის შესახებ”…
“იმ ადამიანებისათვის,რომლებსაც არ შეუძლიათ კარგად და ბედნიერად იცხოვრონ,ყველა ასაკი მძიმეა,ხოლო ვინც ყველა სიკეთის წყაროს თავის თავში ეძებს,მისთვის უბედურება არ არის ის,რაც ბუნების კანონით გარდაუვალია.უპირველესად,ეს ითქმის სიბერეზე.ყველას ოცნებაა ამ ასაკამდე მიღწევა,მერე კი აძაგებენ მას.ეს უსაფუძვლო,სულელური და აკვიატებული აზრია.არ გვიფიქრიაო, – ამბობენ ისინი, – სიბერე ასე სწრაფად თუ მოვიდოდაო.მერე ვინ ჩაუნერგა მათ ეს აზრი? ჭაბუკურ წლებს უფრო სწრაფად ცვლის მოხუცებულობა,თუ სიჭაბუკე – სიყმაწვილეს? და კიდევ,იქნებ ჰგონით,სიბერე 800 წლის კაცისთვის ნაკლებ ასატანი იქნება,ვიდრე 80 წელს მიღწეულისთვის? რაც არ უნდა ხანგრძლივ იცოცხლოს,უგუნური მოხუცი ნუგეშს ვერ ჰპოვებს ამაში. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ,თუ თქვენ გაოცებთ ჩემი სიბრძნე, – ნეტავ მართლა ღირსი ვიყო ვატარო ეს სახელი – მოგახსენებთ,ჩემი გონიერება იმაშია,რომ ბუნებას,ჩემს საუკეთესო წინამძღვარს,როგორც ღმერთს,ისე მივდევ და ვემორჩილები.დაუჯერებელია,რომ იგი კაცის ცხოვრებას ნაწილებად ყოფდეს და ბოლო წლებს უგულებელყოფდეს,ვითარცა მდარე პოეტი – უკანასკნელ აქტს.ბოლოს და ბოლოს,ყველაფერს ხომ თავისი დასასრული აქვს.ხილი,კენკრა და ნებისმიერი ნაყოფი გარკვეული დროის შემდეგ დამწიფდება,მერე კი შეჭკნება და ჩამოცვივა.ბრძენიც მშვიდად უნდა შეხვდეს ცხოვრების აღსასრულს.ბუნების წინააღმდეგ წასვლა გიგანტების ღმერთებთან შებრძოლებას ჰგავს.თავშეკავებული და გონიერი ადამიანი სიბერეს იოლად იტანს,გაუნათლებელი და ხეპრე კაცისათვის კი ყველა ასაკი მძიმეა”. (ავტორი გენია.ჯი)