გაიუს ლელიუსი – “მეგობრობის” შესახებ…
“მეგობრობა მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს შორის არის შესაძლებელი.დარწმუნებული ვარ,ადამიანები იმიტომ გავჩნდით ამქვეყნად,რომ ჩვენს შორის რაღაც ერთობა ყოფილიყო,მეტიც,თითოეულ ჩვენგანს უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონოდა მეორესთან.ბუნებამ დაგვიწესა ვიმეგობროთ ნათესავებთან,თუმცა ეს არც ისე მტკიცე ურთიერთობაა,ვინაიდან მეგობრობა ნათესაობაზე უფრო მაღლა დგას.ნათესავებს შორის შეიძლება არ იყოს კეთილგანწყობა,მეგობრობა კი ამის გარეშე წარმოუდგენელია.მეგობრობა ხომ სხვა არაფერია,თუ არა სიყვარულისა და სიკეთის საფუძველზე შექმნილი თანხმობა ღვთაებრივი და ადამიანური საქმეებისა. (ავტორი გენია.ჯი) უკვდავ ღმერთებს კაცთათვის ამაზე უკეთესი არაფერი უბოძებიათ,თუ არ ჩავთვლით სიბრძნეს.ზოგს ურჩევნია სიმდიდრე,ზოგს – ჯანმრთელობა,ზოგს ძალაუფლება ხიბლავს,ზოგს – პატივი,ბევრიც კიდევ სიამოვნებასა და განცხრომას აყენებს ყველაზე წინ.ეს უკანასკნელი მხეცების თვისებაა,ყველა დანარჩენი სურვილი კი ხანმოკლე და წარმავალია,რადგან ისინი ჩვენს გონიერებაზე კი არ არიან იმდენად დამოკიდებულნი,რამდენადაც ბუნების ჭირვეულებაზე.ხოლო ვინც სიქველეში უმაღლეს სიკეთეს ჭვრეტს,მართებულადაც განსჯის.სიქველე შობს მეგობრობას და ადუღაბებს მას.წარმოუდგენელია მეგობრობა თვინიერ სიკეთისა.ამდენად მეგობრობა ყველაზე მაღლა დგას,რადგან მრავალ სიქველეს მოიცავს და უდიდესი მადლით არის ცხებული.იგი კეთილი მომავლის იმედს გვინერგავს,ნებას არ გვაძლევს სასოწარკვეთას მივეცეთ ან სულით დავეცეთ.როცა ჭეშმარიტ მეგობარს ვუმზერთ,თითქოს საკუთარ თავს ვჭვრეტთ.ყოველივე ამის გამოა,რომ შორს რომც იყოს მეგობარი,მუდამ ჩვენს გვერდით არის.ძალიან ხელმოკლე ადამიანიც კი მდიდარია,სუსტი კი – ძალგულოვანი,აწ უკვე გარდაცვლილნი კი (ნუ გაგიკვირდებათ) ცოცხლები არიან,რადგან მათ იგონებენ,ისინი ახსოვთ,ენატრებათ მეგობრებს.სწორედ ამიტომ მათ სიკვდილს,როგორც ნეტარებას ისე აღვიქვამთ,ხოლო მათი მეგობრების სიცოცხლე ქებას იმსახურებს.მე ვერ წარმომიდგენია ბუნება ამ კეთილი ურთიერთობის გარეშე,მაშინ ან სახლი რად გინდათ,ან – ქალაქი,ან მიწის დამუშავება.არსად არსებობს ისეთი მტკიცე კედელი,ურყევი სახელმწიფო,რომლებსაც ვერ შეარყევს სიძულვილი და განხეთქილება.აქედან შეიძლება დავასკვნათ,თუ რა დიდი სიკეთეა – მეგობრობა”. (ავტორი გენია.ჯი)