მანანა ჩიტიშვილი – “მამულისადმი”

გმსახურებ შენ და

სულიწმინდის მშვენიერ მუზებს,

ვერავინ მკადრებს -

ამ მთა-ველის ღირსი არ ხარო,

თუ დავცემულვარ,

მხოლოდ შენს წინ დავმდგარვარ მუხლზე

და თავი ახლაც

შენს კალთასთან მინდა დავხარო.

***

მეჯლისობს ქარი,

მკლავს შემოხვევს ალვებს გრაციებს,

ხვალ რომ ვერ ვნახავ,

იმ ვარდსა და სოსანზე ვნაღვლობ…

როცა მოვკვდები,

ამ მწვერვალთა თოვლად მაქციე,

შენც რომ გიმზერდე

და ცასთანაც რომ ვიყო ახლო.