“Teddy bear”-ის ისტორიიდან…

1902 წელს,ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი - თეოდორ რუზველტი (1858-1919 წლები) თანმხლებ პირებთან ერთად სანადიროდ გაემგზავრა.ნადირობის ბოლო ეტაპზე,მას შესთავაზეს დაჭრილი შავი ამერიკული დათვისათვის,რომელიც ტირიფის ხეზე ჰყავდათ მიბმული,ესროლა და მოეკლა იგი.შემოთავაზებულ წინადადებაზე თეოდორმა სასტიკი უარი განაცხადა იმ მიზეზით,რომ ეს “არასპორტული” და “არაჯელტმენური” საქციელი იქნებოდა მისი მხრიდან.თუმცა სხვებს კი უბრძანა,რომ დათვის ტანჯვასა და წამებაზე ბოლო მოეღოთ და მოეკლათ იგი.შესაბამისად,დათვი სხვებმა გამოასალმეს სიცოცხლეს.ეს ფაქტი იმდროინდელმა ამერიკულმა “მედიამ” აიტაცა და ფართოდაც გააშუქა. (ავტორი გენია.ჯი) საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული გაზეთის “ვაშინგტონ პოსტის” 1902 წლის 16 ნოემბრის ნომერში კი,გამოქვეყნდა აღნიშნული ისტორიისადმი მიძღვნილი დეტალური სტატია და პოლიტიკური კარიკატურა.ერთი ვერსიის თანახმად,სათამაშოების მაღაზიის მფლობელმა – მორის მიჩტომმა,აღნიშნული ისტორიიდან გამომდინარე,კარიკატურაზე გამოსახული დათვის სათამაშო შექმნა,რომელსაც – “Teddy Bear” (დათუნია თედი) უწოდა,რუზველტის საპატივცემულოდ და მაღაზიის ვიტრინაშიც წარმოადგინა.სათამაშომ,გამოშვების დღიდანვე დიდი ინტერესი და პოპულარობა მოიხვეჭა მოსახლეობაში.მალევე,თავად თეოდორ რუზველტმა გასცა უფლება,სათამაშოს სახელწოდებაში მისი სახელის გამოყენებისა.მაღაზიის მფლობელს იმდენად დიდი წარმატება მოუტანა ინოვაციურმა სათამაშომ,რომ საკუთარი სათამაშოების კომპანია – Ideal Toy Compani ჩამოაყალიბა.მოთხოვნა კი მასზე განუზომლად დიდი იყო.თუმცა კომპანიის მფლობელმა ერთი ძალიან დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა,როდესაც იგი არ დააპატენტა,რასაც ანალოგიური სათამაშოების სხვა კომპანიებისაგან წარმოება მოჰყვა.თუმცა,სხვა წყაროების ცნობით,პირველად “დათუნია თედი”,1902 წელს შექმნილ იქნა – მარგარიტა და რიჩარდ შტაიფების მიერ. (ავტორი გენია.ჯი) 1903 წელს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გამართულ სათამაშოების გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა – “დათუნია თედი”,რა დროსაც ერთ-ერთმა ამერიკელმა 3000 ეგზემპლარის შეკვეთა მისცა მწარმოებლებს.1904 წელს სანტ-ლუისის სათამაშოების გამოფენაზე 12 000 ეგზემპლარის შეკვეთა განხორციელდა.ხოლო თავად აღნიშნული სათამაშოების წარმომდგენებს მარგარიტა და რიჩარდ შტაიფებს გადაეცათ ოქროს მედალი,საუკეთესო სათამაშოს შექმნისათვის.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ზემოთ აღნიშნული ისტორიისა და “დათუნია თედის” პერსონაჟის შესახებ,400-მდე ავტორის მიერ დაწერილ იქნა სხვადასხვა ჟანრის წიგნები.მათ შორის იგი გამოყენებულ იქნა ცნობილი ინგლისელი მწერლის – ალან ალექსანდრე მილნის მიერ 1926 წელს დაწერილ საყოველთაოდ ცნობილ ზღაპარში – “ვინი პუჰი”.თედის პერსონაჟი,თავის მულტიპიკაციურ ფილმში,1924 წელს გამოიყენა გენიალურმა ამერიკელმა მულტიპიკატორმა – უოლტ დისნეიმაც.1994 წლიდან გერმანიის ქალაქ მიუნსტერში,ყოველწლიურად ეწყობა სხვადასხვა კომპანიისაგან წარმოებული “დათუნია თედის” გამოფენა.ცნობილია ისიც,რომ მასზე კოლექციონერებსაც აქვთ თვალი დადგმული.ყველაზე ძვირადღირებულ ეგზემპლარად მიჩნეულია 1929 წელს დამზადებული “დათუნია თედი”,რომელიც 90 000 ამერიკულ დოლარად იქნა შესყიდული.აღნიშნული სათამაშო კი,პოპულარობას დღემდე არ ჰკარგავს.მსოფლიოში მისი მილიონობით ეგზემპლარია გავრცელებული და ბავშვებისათვის ერთ-ერთ უსაყვარლეს სათამაშოდაც მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)

“ვაშინგტონ პოსტის” მიერ 1902 წელს გამოქვეყნებული კარიკატურა

თანამედროვე “დათუნია თედი”