იცით თუ არა,რომ
1. ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობაში,1920 წელს შეტანილ იქნა პუნქტი,რომლის თანახმადაც ნებისმიერ ამერიკულ მხატვრულ ფილმში ნამდვილი ფულის გამოჩენა იკრძალებოდა.აღნიშნული კანონი ამერიკაში დღემდე მოქმედებს.შესაბამისად,ამერიკულ მხატვრულ ფილმებში ნაჩვენები არც ერთი კუპიურა “ნამდვილი” არ გახლავთ.
2. გენიალური ამერიკელი კინორეჟისორის - სტივენ სპილბერგის მიერ,1991 წელს გადაღებული სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმის - ”იურული პერიოდის პარკის” გადაღება,სამოც მილიონ დოლარამდე დაჯდა.ფილმის “რეკლამირებისათვის” კი,68 მილიონი დოლარი დაიხარჯა,რაც რვა მილიონი დოლარით მეტია,თავად ფილმის გადაღებისათვის გაწეულ ხარჯებზე.თუმცა ისიც ფაქტია,რომ ფილმის შემქმნელებს რეკლამირებამ,პირველივე წელს 900 მილიონი დოლარი მოგება მოუტანა.დღესდღეობით “იურული პერიოდის პარკი”,ყველა დროის,ყველაზე შემოსავლიან ფილმთა სიაში,მე-20 ადგილს იკავებს.ფინანსური კუთხით,იგი,სტივენ სპილბერგისა და კინოკომპანია – Universal-ის ყველაზე წარმატებული ნამუშევარია. (ავტორი გენია.ჯი)
3. პირველი - “სავიზიტო ბარათები”,როგორც ცნობილია,გამოგონებულ და გამოყენებულ იქნა ძვ.წ.აღ-ით III საუკუნის ძველ ჩინეთში.მას სპეციალურ წითელ ქაღალდზე ბეჭდავდნენ.თუმცა,მას მხოლოდ ჩინელი ჩინოვნიკები და მაღალი სოციალური ფენის ხალხი გამოიყენებდა.ევროპაში იგი პირველად XVI საუკუნის საფრანგეთში გამოჩნდა.ლუი XIV-ს მეფობის დროს – “სავიზიტო ბარათი” ერთობ აქტიურად გამოიყენებოდა და იქაც,მისით,მხოლოდ მაღალი სოციალური ფენის ხალხი სარგებლობდა. (ავტორი გენია.ჯი)
4. ტერმინი – “ანტიკური ხანა”,პირველად XVIII საუკუნის ფრანგულ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოჩნდა და თავდაპირველად აღნიშნავდა უძველესი წარსულის ხელოვნების განსაკუთრებულ სფეროს.
5. მზე ერთ წამში ჩვენს პლანეტას უგზავნის იმდენ ენერგიას,რამდენიც გამოიყოფოდა 40 მილიონი ტონა ქვანახშირის წვის დროს!
6. ადამიანის ტვინი ზრდას 18 წლის ასაკში წყვეტს.
7. ცნობილია,რომ ძველ დროში სხვადასხვა ხალხებსა და ცივილიზაციებს უამრავი “ღმერთები” და “ღვთაებები” ჰყავდათ.გამონაკლის,რაღა თქმა უნდა არც ძველი რომი წარმოადგენდა.მათ სხვა უამრავ ღმერთთან და ღვთაებსათან ერთად ჰყავდათ – ”კანალიზაციის” მფარველი ღვთაება,რომელსაც - ”კლოაცინა”-ს უწოდებდნენ.
8. ადრეულ საუკუნეებში,ცენტრალური ამერიკის ქვეყნის – “ნიკარაგუას” მაცხოვრებლები,რომლებიც მეტად შეწუხებულნი გახლდნენ ვულკანების ამოფრქვევით,მიიჩნევდნენ,რომ,თუ კი ისინი “ვულკანის კრატერში”,ერთ ლამაზ გოგონას ჩააგდებდნენ ყოველწლიურად,თავიდან აიცილებდნენ მის ამოფრქვევას.ასეთ ცრურწმენას კი,უამრავი ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე შეეწირა და აღნიშნული მეთოდი ერთგვარ რიტუალადაც კი ჩამოყალიბდა. P.S. ნიკარაგუას ტერიტორია ვულკანების სიმრავლით გამორჩეული მხარეა და ცნობილია,რომ მის ტერიტორიაზე,მოქმედი თუ ჩამქრალი 19 ვულკანი არსებობს,რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში პერიოდული აქტიურობებით გამოირჩევიან.
9. მეცნიერთა დასკვნებით - ”კამბრიულ პერიოდში” (რომელიც დედამიწაზე დაიწყო 570 მილიონი წლის წინათ და გრძელდებოდა 70 მილიონი წელიწადი) დღე-ღამის ხანგრძლივობა შეადგენდა არა 24 საათს,არამედ 20 საათსა და 6 წუთს.ეს პერიოდი იმითაც არის საინტერესო,რომ ამ ეპოქაში გაჩნდა ხმელეთის ახალი უბნები და პირველად გაჩნდნენ “ჩონჩხიანი ორგანიზმები”.”კამბრიული პერიოდის” დასასრულისათვის,დედამიწაზე ცხოველთა სამყაროს თითქმის ყველა ტიპი იყო შექმნილი. (ავტორი გენია.ჯი)
10. რომის ლეგენდად ქცეული იმპერატორი - გაიუს იულიუს კეისარი (ჩვ.წ.აღ-მდე 102-44 წლები),მაქსიმალურად ცდილობდა რომის მოსახლეობის გაზრდას.ამიტომ,მან შემოიღო პრემიები “მრავალშვილიან ოჯახებზე” და მათ,წასახალისებლად სხვადასხვა სოციალური შეღავათებიც დაუწესა.ამ ფაქტამდე,არც ერთ რომის იმპერატორს,ასეთი კეთილშობილი მეთოდისათვის არასოდეს მიუმართავს.