ალექსანდრე ბლოკი – “იესოს ტაძარში გალობდა ქალწული”

იესოს ტაძარში გალობდა ქალწული,

ყველასთვის,ვინც ქვეყნად ზღვაშია გასული,

ვინც ჩარჩა უცხოეთს დაღლილ-დაქანცული,

ვინც უსიხარულო ცდაშია ჯვარცმული.

***

ხმა იგი წკრიალით გუმბათს ეხლებოდა

და იდგნენ წყვდიადში, და გული ხარობდა:

ცა იგი სარკმლიდან თეთრ ბეჭზე ეღვრებოდა

და თეთრი კაბა – მზის შუქზე გალობდა.

***

და ყველას სჯეროდა, და ყველას ეგონა,

რომ უკვე გემები ნაპირთან ირწეოდნენ,

რომ უსამშობლოებს სამშობლო ეპოვნათ

და აღთქმულ მხარეში ლხენას მისცემოდნენ.

***

ხმა იყო უტკბესი,ცა იყო უღრმესი

და ყველა,იმ ერთის გარდა ტყუვდებოდა -

აღსავლის კარებთან,ცრემლების ტბაში,

იჯდა და ტიროდა მისანი – ბავშვი,

რომ უკან არავინ არ დაბრუნდებოდა.