კლაივ სტეიპლზ ლუისი – “ეპიზოდი”
დიდი ჩრდილოეთ ირლანდიელი მწერლის, ღვთისმეტყველისა და სწავლულის - კლაივ სტეიპლზ ლუისის (1898-1963 წლები) ნაწარმოებებსა და პუბლიკაციებს არც ერთი ბრიტანული გამოცემა არ იღებდა და, შესაბამისად არც ბეჭდავდა.გამომცემლები მიიჩნევდნენ, რომ მის მიერ დაწერილი ნაწარმოებები და პუბლიკაციები არ წარმოადგენდა არანაირ ლიტერატურულ ღირებულებას. აღსანიშნავია, რომ კლაივმა რვაასზე მეტჯერ მიიღო უარი სხვადასხვა საგამომცემლო სახლებიდან. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, ფარ-ხმალი არ დაუყრია და საბოლოოდ მაინც მოახერხა 1919 წელს გამოექვეყნებინა ლექსების კრებული – „მჩაგვრელი სული”, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი საგამომცემლო სახლებს ფსევდონიმით – „კლაივ ჰამილტონით” წარუდგინა. შესაბამისად, გამომცემლებმა არ იცოდნენ, რომ რეალობაში მისი ავტორი სტეიპლზ ლუისი იყო. მოგვიანებით კი, მისმა ნაწარმოებებების ციკლმა – „ნარცისის ქრონიკები”, უდიდესი პოპულარობა და მსოფლიო აღიარება მოუტანა ჩრდილოირლანდიელ მწერალს. – (ავტორი გენია.ჯი)