ხუან ლუის ვივესი
ხუან ლუის ვივესი - დაიბადა 1492 წლის 6 მარტს,ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში.იგი გახლდათ ებრაული წარმომავლობის მქონე,დიდი ესპანელი ფილოსოფოსი,ჰუმანისტი და პედაგოგი.ესპანეთში მოქმედი “ინკვიზიციის” პერიოდში,მისი ოჯახი იძულებული გახდა საკუთარი რწმენა უერყო და ქრისტიანობა მიეღო.სწორედ ამიტომ,მათ ოჯახს,ისევე როგორც სხვა რწმენა შეცვლილ ებრაულ ოჯახებს – “მარანებად” მოიხსენიებდნენ.მიუხედავად რწმენის შეცვლისა,ისინი მაინც “ინკვიზიციის” საფრთხის წინაშე იდგნენ.ეს კი,გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ ვივესმა ახალგაზრდულ ასაკშივე დატოვა ესპანეთი და სამშობლოდან გაემგზავრა.აღნიშნული სიტუაცია და ზოგადად,მდგომარეობა,ხასგასმით აღწერა თავის დაწერილ ტრაქტატში – “ქრისტიანული სარწმუნოების დაცვა”.სამშობლოდან წასვლის შემდგომ სწავლა საფრანგეთის დედაქალაქში პარიზში განაგრძო.სწავლის დასრულების შემდგომ,პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ინგლისსა და ფლანდრიაში. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,ხუანი ბელგიაში გადავიდა,სადაც “ლუვიენის უნივერსიტეტში” ლათინურ კათედრას ჩაუდგა სათავეში,რა დროსაც აქტიურად ჩაერთო ევროპულ ჰუმანისტულ მოძრაობაში.გენიალური ინგლისელი მოზაროვნისა და მწერლის – თომას მორის რეკომენდაციით,”ოქსფორდის უნივერსიტეტში” აგრძელებს მოღვაწეობას.წერდა პედაგოგიურ ტრაქტატებს ინგლისის დედოფალის – მარია ტიუდორისათვის (“სისხლიანი მერი”).მოგვიანებით ხუანი ბრუნდება ბრიუგეში,სადაც აგრძელებს აქტიურ მუშაობას ფილოსოფიურ და პედაგოგიურ თემატიკებზე.იგი ავტორია იმ სამოცამდე ფილოსოფიური ნაშრომისა,რომლებიც ავტორის მიერ დაწერილ იქნა ლათინურ ენაზე.მეგობრობდა ერაზმუს როტელდამელთან და თომას მორთან. (ავტორი გენია.ჯი) გამოდიოდა “სქოლასტიკური სწავლების’ წინააღმდეგ.1538 წელს,დაწერა და წარმოადგინა სრულიად ახალი ფილოსოფიური ხედვა – “სულისა და სიცოცხლის” შესახებ.მის მიერ დაწერილი ტრაქტატებიდან,გამოსარჩევია ბავშვების აღზრდის თემაზე მიძღვნილი,საკმაოდ საინტერესო ტრაქტატები.ხუანი იზიარებდა “არისტოტელიზმის იდეებს” და სწორედ არისტოტელე წარმოადგენდა მისთვის უპირობო ავტორიტეტს.მისთვის მთავარი ფილოსოფიური კითხვა იყო,არა ის,თუ რა არის სული,არამედ ის,თუ საიდან წარმოიშვა იგი.ხუან ლუის ვივესი გარდაიცვალა 1540 წლის 6 მაისს,ბელგიის ქალაქ ბრიუგეში.მისმა ფილოსოფიურმა ხედვებმა კი მისი სიკვდილის შემდეგაც არ დაჰკარგა აქტუალურობა და ბევრი ისეთი ფილოსოფოსების შემოქმედებაშიც ჰპოვა ასახვა,როგორებიც იყვნენ – იან ამოს კომენსკი და იგნასიო დე ლოიოლა. (ავტორი გენია.ჯი)