“უნიკალური მოვლენა”
XV საუკუნეში,ინგლისის მეფის,იორკთა დინასტიიდან – რიჩარდ III-ის (1453-1485 წლები) წინააღმდეგ ბრძოლაში,მომავალ პირველ ინგლისის მეფეს ტიუდორთა დინასტიიდან – ჰენრი VII ტიუდორს (1457-1509 წლები) მხარი აუბა – ჰენრი უაიტმა.რიჩარდ III-ეს გამარჯვების შემდეგ,ჰენრი უაიტი დაკავებულ და გადაყვანილ იქნა საყოველთაოდ ცნობილ ტაუერის ციხეში.მას ინგლისურმა სასამართლომ – “შიმშილით მეშვეობით სიკვდილით დასჯა” მიუსაჯა.”ტაუერის” ციხის ერთ-ერთ საკანში,იგი სრულიად განწირული გახლდათ შიმშილითა და სიცივისაგან უეჭველი სიკვდილისათვის.რამდენიმე დღიანი შიმშილის შემდეგ კი,მოხდა მართლაც გასაოცარი და დაუჯერებელი ფაქტი: საკნის გისოსებიდან მსჯვადრდებულ უაიტს “სტუმარი” ეწვია. (ავტორი გენია.ჯი) ჰენრის საკნის გისოსებიდან შემომავალ სტუმარს კი,ციხის ტერიტორიზე მობინადრე კატა წარმოადგენდა.აღნიშნულმა ფაქტმა,სასიკვდილოდ განწირული ჰენრი,მეტად გაამხიარულა და დაიმეგობრა კიდეც იგი.მას შემდეგ უაიტს კატა ყოველდღიურად სტუმრობდა და თან მიჰქონდა ნანადირევი,მტრედებისა და სხვადასხვა ფრინველების სახით.ციხის ზედამზედველები ფიქრობდნენ,რომ უაიტი დღედღეზე შიმშილით გარდაიცვლებოდა.თუმცა გადიოდა დრო და ჰენრის სიკვდილს “საშველი არ ადგებოდა”.ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ,რომ მათ ტყვეს საკვებს გისოსებიდან კატა უზიდავდა.აღნიშნული გასაოცარი მოვლენა,რამდენიმე თვის მანძილზე გრძელდებოდა.შესატყვისად,შიმშილით სიკვდილმისჯილი – სერ ჰენრი უაიტი შიმშილის მსხვერპლი არ გახდა.ციხის ზედამხედველებმა,მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაადგინეს უაიტის ცოცხლად გადარჩენის მიზეზი,რის შემდეგაც ეს ამბავი მეფე რიჩარდს სასწრაფოდ მოახსენეს.გაოგნებულმა რიჩარდმა,აღნიშნული მოვლენა – “ღვთის სასწაულად” მიიჩნია.მას შემდეგ,რაც რიჩარდი ტახტიდან ჩამოაგდეს,ჰენრი უაიტის სიკვდილით დასჯის განჩინება გაუქმებულ იქნა და თავისუფლებაც მიანიჭეს.ასე იხსნა “ერთგულმა მეგობარმა” კატამ – უაიტის სიცოცხლე აშკარა განსაცდელისაგან.აღნიშნული მოვლენა კი,ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ ფაქტად არის მიჩნეული.მას შემდეგ,რაც უაიტი განთავისუფლდა,აღედგინა ყველა ჩამორთმეული უფლება და ტიტული.ჰენრი VII-მ იგი გუბერნატორადაც დანიშნა,რის შემდეგაც უაიტმა,როგორც კარგმა და ბრძენმა პოლიტიკოსმა,დიდი სახელი და სიყვარული მოიპოვა ადგილობრივ მოსახლეობაში.გარდა ამისა,მეფისაგან ებოძა “რაინდის” ტიტული და მას შემდეგ მოიხსენიებენ,როგორც – სერ ჰენრი უაიტი.სასწაულებრივად გადარჩენილმა ჰენრიმ,იმ პერიოდისათვის იშვიათ ასაკს – 80 წელს მიაღწია და მხოლოდ ამის შემდეგ აღესრულა.კატის შესახებ,რომელმაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნა ცნობილი არაფერია.თუმცა ზემოთ გამოსახული ძველი სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,უაიტს მეგობარი არ მიუტოვებია და გვერდიდანაც არ მოუცილებია.ღესდღეობით,მეიდსთოუნში მდებარე წმინდა მარიამის სახელობის ტაძარში განთავსებულია – სერ ჰენრი უაიტის მემორიალური დაფა წარწერით:
“რიჩარდ III-ის მმართველობის პრიოდში,უაიტი დატყვევებული გახლდათ ტაუერის პირქუშ დილეგში,სადაც მას კვებავდა კატა,რომელმაც სიცოცხლე შეუნაჩუნა”. (ავტორი გენია.ჯი)