ფრანსისკო გოია – “გოლიათები”
“გოლიათები” – (მოიხსენიებენ ასევე,როგორც – “პატარა გოლიათები”),წარმოადგენს გენიალური ესპანელი ფერმწერის,გრაფიკოსისა და გრავიორის - ფრანსისკო ხოსე დე გოია ი ლუსიენტეს (1746-1828 წლები) მიერ,1791-1792 წლებში,ტილოზე ზეთის საღებავით შესრულებულ დიდებულ სურათს.ტილოს სიმაღლე 137 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 104 სანტიმეტრი.იგი განეკუთვნება მეშვიდე სერიას იმ სურათებისა,რომელიც დიდმა მხატვარმა,ესპანეთის მეფის კარლოს IV-ს კაბინეტისათვის შექმნა. (ავტორი გენია.ჯი) მხატვრისათვის შეკვეთა მიცემულ იქნა,თავად სამეფო შპალერების მანუფატურის მიერ.წინამდებარე სერიის ტილოები გადაგზავნილ იქნა სერა-დე-გვადარამას მთების მასივში წარმოდგენილ,უნიკალურ კომპექსს – ესკორიალში (ტაძარი და რეზიდენცია ესპანელი მეფეებისა).ხოლო აღნიშნული სურათი კი,ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე “ელ-პრადოს სასახლეში”.კერძოდ იგი განკუთვნილი გახლდათ სამეფო ოჯახის საძინებლისათვის,სადაც დაიდო კიდეც ბინა.ტილოზე ასახულია ბავშვების თამაშის ეპიზოდი,ბუნებრივი ლანდშაფტის ფონზე,სადაც მათ ერთმანეთი ბეჭებზე ჰყავთ შემოსმული.სურათი იმთავითვე,მნახველის სიმპათიას,ყურადღებას და აღფრთოვანებას იწვევს,ავტორის მიერ შესრულებული გენიალური,როგორც ტონალობითა და ფერთა გამით,ასევე სიუჟეტითაც.1856-1857 წლებში,ელ-პრადოდან იგი გადატანილ იქნა მადრიდის სამეფო სასახლეში,საიდანაც 1869 წელს,სხვა ცნობილ ტილოებთან ერთად დაიკარგა.თუმცა მოგვიანებით აღმოჩენილ იქნა და დაუბრუნდა “ელ-პრადოს” სასახლეს,სადაც დღემდეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)