“ქართველი ხალხის წარმოშობის საკითხი”
ქართველი ხალხი,ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ხალხი,ხანგრძლივი და რთული ისტორიული პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა.ამ პროცესისადმი თვალის გადევნება შეიძლება ტომებისა და ტომთა კავშირების წარმოქმნის დროიდან.ქართველი ხალხის შემადგენლობაში შევიდა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან მოსახლე სხვადასხვა ტომი,რომელთა ნაწილი ერთმანეთის მონათესავე და საერთო წარმომავლობისა იყო,ხოლო ნაწილი სხვადასხვა დროს მოსული და შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობაში შერწყმული.კავკასიის უძველესი მოსახლეობა,ქართველთა წინაპარი ტომები გარკვეულ სიახლოვეს ამჟღავნებდნენ წინა აზიის უძველეს კულტურულ ხალხებთან (შუმერებთან,პროტოხეთებთან,ხურიტებთან და სხვა).ამის მიზეზი უნდა იყოს როგორც შესაძლებელი გენეტიკური ნათესაობა,ისე ამ ხალხებთან ხანგრძლივი ურთიერთობა-კონტაქტები.ასეთივე კონტაქტები დასტურდება უძველეს ინდოევროპულ ტომებთანაც. (ავტორი გენია.ჯი) ამ საკითხების დასაზუსტებლად ამჟამად სერიოზულად მუშაობენ სხვადასხვა დარგის მეცნიერები: ლინგვისტები,არქეოლოგები,ეთნოგრაფები,ანთროპოლოგები,ხელოვნებისისტორიკოსები და სხვა.
საერთო წარმომავლობის ქართველი ტომებიდან დღეს შეიძლება დავასახელოთ ქართები,მეგრელ-ჭანები და სვანები.ერთი საერთო ძირიდან მომდინარე ეს ტომები გარკვეულ დროს და გარკვეულ პირობებში ბუნებრივი გამრავლება-განსახლების,ისტორიულად განსხვავებული პირობებისა და სხვა მიზეზების გამო ერთმანეთს ჩამოშორდნენ და ცალ-ცალკე განვითარდნენ,ამიტომ მათი საერთო ძირიდან მომდინარე ენებიც ერთმანეთს დაშორდა.
საერთო ქართველური ფუძე-ენიდან (წინაქართველურიდან) ყველაზე ადრე (ჩვ.წ.არ-მდე II ათასწლეულის დასაწყისში) გამოიყო სვანური,უფრო გვიან ერთმანეთს გაეთიშა და ცალ-ცალკე განვითარდა ქართული და მეგრულ-ჭანური ენები.ამ ენებმა სხვა ენების გავლენაც განიცადეს.ამრიგად,ასეთი განცალკევებული განვითარებისა და სხვა ენების გავლენის შედეგად ეს ქართველური ენები დაშორდა და დამოუკიდებელ სალაპარაკო ენებად ჩამოყალიბდა.
ქართლის ძველი სამეფოს (ცენტრით მცხეთაში) წარმოქმნის დროიდან (ჩვ.წ.არ-მდე IV-III საუკუნეებში) მის ფარგლებს გარეთ მოექცა დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილიც,რამაც ხელი შეუწყო საქართველოს მოსახლეობის ერთმანეთთან კვლავ დაახლოებას და ერთ ხალხად ჩამოყალიბებას.ამ პროცესში პოლიტიკურ-კულტურული ჰეგემონობა ქართლს ეკუთვნოდა,ამიტომ საერთო ენის ფუნქციას ქართული ენა ასრულებდა.ქართლის ძველი სამეფოს (ცენტრით მცხეთაში) წარმოქმნის დროიდან (ჩვ.წ.აღ-მდე IV-III საუკუნეებში) მის ფარგლებში მოექცა დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილიც,რამაც ხელი შეუწყო საქართველოს მოსახლეობის ერთმანეთთან კვლავ დაახლოებას და ერთ ხალხად ჩამოყალიბებას.ამ პროცესში პოლიტიკუ-კულტურული ჰეგემონობა ქართლს ეკუთვნოდა,ამიტომ საერთო ენის ფუნქცია ქართული ენა ასრულებდა. (ავტორი გენუია.ჯი)