ტარიელ ჭანტურიას სიტყვიდან…

“თაობა არ შეიძლება ან ნიჭიერი იყოს,ან უნიჭო; ან ზრდილობიანი იყოს,ან უზრდელი; ან ფილანტროპი იყოს,ან მიზართროპი; ან მკვლელი იყოს,ან ჰუმანისტი; ან ნარკომანი იყოს,ან უცოდველი; ან ვაჟკაცი იყოს,ან ლაჩარი; ან პოეტური იყოს,ან არაპოეტური; ან ერთგული იყოს,ან მოღალატე! – იგი ერთიცაა და მეორეც,რადგან ყოველი თაობა – ეს არის კაცობრიობა განვითარების მოცემულ ეტაპზე,კაცობრიობა ამა თუ იმ ასაკისა… (ავტორი გენია.ჯი) ცხადია,ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ თავისებურებებზე,რაც ამა თუ იმ თაობას ახასიათებს,მაგრამ არ შეიძლება ჩინური კედელი ავღმართოთ მამასა და შვილს შორის,რადგან ოპოზიცია,რომელიც,ჩვეულებრივ,მამასა და შვილს,შვილსა და დედას შორის არსებობს,მამაშვილობასავით და დედაშვილობასავით ძველია, და ამ თაობასაც,რომელიც ახლა გამოდის სარბიელზე,აქვს აკაკის სინათლეც,ვაჟას ვნებაც,ილიას სიბრძნეც,გალაკტიონის სმენაც, და აქვს კიდევ რაღაც,მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი,ის,რაც მისი წვლილი უნდა იყოს ქართული კულტურის საგანძურში!” (ავტორი გენია.ჯი)