მეჰრან კარიმი ნასერი – (საოცარი თავგადასავალი)

მეჰრან კარიმი ნასერი – რომელიც ასევე ცნობილია,როგორც – სერ ალფრედ მეჰრანი,დაიბადა 1942 წელს ირანის ქალაქ მესეჯე-სოლეიმანში.იგი წარმოადგენს იმ საოცარი ისტორიის უმთავრეს გმირს,რომელსაც მისი ცხოვრების 18 წელიწადის გატარება,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის შარ დე გოლის აეროპორტის ტერიმანლში მოუწია.სწორედ აღნიშნული ისტორიის მიხედვით იქნა 2004 წელს გადაღებული,გენიალური ამერიკელი რეჟისორის – სტივენ სპილბერგის გახმაურებული ტრაგიკომედიური ჟანრის ფილმი – “ტერმინალი”.

მეჰრანი,1977 წელს მონაწილეობას იღებდა იარანის შაჰის – მოჰამედ რიზა ფეჰლევის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში,რის გამოც იგი ქვეყნიდან იქნა გაძევებული.სამშობლოდან განდევნის შემდეგ,პოლიტიკურ თავშესაფარს ეძებდა ევროპულ ქვეყნებში.თუმცა ყველა მისი მცდელობა დიდი ხნის მანძილზე ამაო გარჯა გამოდგა.1981 წელს,როგორც იქნა მოახერხა “გაეროს” დაქვემდებარებაში მყოფი,ბელგიის ლტოლვილთა საქმეების დეპარტამენტისაგან,ოფიციალურად მიეღო “პოლიტიკური დევნილის” სტატუსი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული სტატუსი კი,უფლებას აძლევდა,ნებისმიერი ევროპული ქვეყნის მოქალაქეობა მიეღო.იმის გამო,რომ მეჰრანის დედა ბრიტანეთის ქვეშევრდომი იყო,1986 წელს გადაწყვიტა ბელგია დაეტოვებინა და გლაზგოში გადასულიყო.1888 წელს საფრნაგეთში გაემგზავრა,რათა პარიზიდან ლონდონში გადაფრენილიყო.სწორედ ამ მომენტიდან იწყება მისი საოცარი თავგადასავალი.პარიზში ჩასვლისას,შარლ დე გოლის აეროპორტში მეჰრან კარიმი ნასერს ის დიპლომატი მოჰპარეს,რომელშიც ყველა მისი საბუთი იყო თავმოყრილი.მიუხედავად ამისა,გადარჩენილი თვითმფრინავის ბილეთებით მოახერხა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ჩაფრენა.მას შემდეგ,რაც საპასპორტო კონტროლი დოკუმენტების არ ქონის გამო ვერ გაიარა,იგი დაკავებულ და უკან გაბრუნებულ იქნა პარიზში.შარ დე გოლის აეროპორტში ჩასვლის შემდეგ,მეჰრანს საფრანგეთის ხელსუფლებამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა.თუმცა,რადგან იგი საფრანგეთში ლეგალური გზით იყო მოხვედრილი,მას აეროპორტის შენობიდან ვერ აძევებდნენ.ახალი დოკუმენტების გაცემა ბელგიას იმ შემთხვევაში შეეძლო,თუ პირადად ნასერი წარსდგებოდა ბელგიის საელჩოში.თუმცა მას ამის საშუალება არ მისცემია.გარდა ამისა,ბელგიური კანონმდებლობის თანახმად,თუკი მისი ლტოლვილი მოქალაქე დატოვებდა ქვეყნის ტერიტორიას,იგი ამ შემთხვევაში ავტომატურად კარგავდა უფლებას,ქვეყანაში დაბრუნებისა.ისედაც გაუბედურებული ადამიანი,სრულ გაუგებრობაში გაეხვა.მას შემდეგ,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ნასერმა ცხოვრება (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) შარლ დე გოლის აეროპორტის ტერმინალში დაიწყო.გავიდა წლები.1995 წელს ბელგიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება,კარიმისათვის მოქალაქეობის და შესაბამისად,დოკუმენტების აღდგენისა,იმ შემთხვევაში,თუკი მეჰრანი  ბელგიაში იცხოვრებდა სოციალური თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშ.ნასერმა,რომელიც უკვე 7 წლის მანძილზე იგნორირებული იყო ბელგიის ხელისუფლებისაგან,აღნიშნულ წინადადებაზე უარი განაცხადა.ალბათ ყველასათვის საინტერესოა,თუ როგორ ცხოვრობდა დევნილი ადამიანი 18 წლის მანძილზე,სრულიად მარტოხელა და ყველასაგან მიტოვებული აეროპორტის ტერმინალში,რომლიდანაც გარეთ გადაადგილების უფლებაც კი არ ჰქონდა.ამის შესახებ ჩემო მკითხველო გეტყვით,რომ მის მიმართ უდიდესი ყურადღება გამოიჩინა თავად აეროპორტის მომსახურე პერსონალმა და რიგითმა,სრულიად უცნობმა მგზავრებმა. (ავტორი გენია.ჯი) ისინი მას ამარაგებდნენ საკვებით,წიგნებით,გაზეთებითა და ყველა სხვა ცხოვრებისათვის აუცილებელი ატრიბუტებით.წლების გასვლის შემდგომ,აღნიშნული გამაოგნებელი ფაქტი შეიტყო ჟურნალისტთა კორპუსმა,რომლებმაც ქვეყანას მოსდეს ნასერის შესახებ ინფორმაცია.მისგან იღებდნენ ინტერვიუებს.ინტერვიუს ჩაწერაში კი ჟურნალისტები ფულს უხდიდნენ ტერმინალში მაცხოვრებელ უცნაურ მგზავრს.1998 წელს,ნასერის ადვოკატმა შესძლო და მოახერხა დოკუმენტების აღდგენა და მისთვის დაბრუნება,თუმცა ყველას-და გასაოცრად მან უარი განაცხადა აეროპორტის ტერმინალის დატოვებაზე,პროტესტის ნიშნად.აღნიშნული პროტესტის მიზეზი კი,მის მიმართ წლების განმავლობაში გამოჩენილი უყურადღებობა იყო.ტერმინალში გატარებული 18 წლის მანძილზე,მის უმთავრეს თავშესაქცევს წიგნების კითხვა წარმოადგენდა.საკმაოდ კარგად შეისწავლა ეკონომიკა და აწარმოებდა დღიურს.საბოლოოდ,ამ საოცარი ისტორიის დასასრული 2006 წლის ივლისში,მას შემდეგ დადგა,რაც იგი გაურკვეველი დაავადების შედეგად იქნა ჰოსპიტალიზირებული პარიზის საავადმყოფოში.2007 წლის დასასრულს,მან საავადმყოფო დატოვა,რის შემდეგაც რამდენიმე კვირის განმავლობაში აეროპორტთან ახლოს მდებარე სასტუმროში იცხოვრა.მას შემდეგ მეჰრან კარიმი ნასერი პარიზში ცხოვრობს.მისი ბიოგრაფიის შესახებ,კი როგორც ზემოთ ავღნიშნე ჩემო მკითხველო,სტივენ სპილბერგმა (მაშინ,როდესაც ის ჯერ კიდევ ტერმინალში ცხოვრობდა) გადაიღო ტრაგიკომედია – “ტერმინალი”,სადაც მთავარ როლს გენიალური ამერიკელი მსახიობი – ტომ ჰენქსი თამაშობს. (ავტორი გენია.ჯი)

ტომ ჰენქსი ფილმში – “ტერმინალი”