“ფარდობითობის თეორიის” შესახებ…

კლასიკური ფიზიკის ფუძემდებლები იყვნენ გალილეო გალილეი და ისააკ ნიუტონი.ნიუტონმა თავისი სისტემა სივრცისა და დროის თაობაზე ფაქტობრივად შექმნა გალილეის ცდების საფუძველზე.ნიუტონის კლასიკურ ფიზიკაში სივრცე სამი განზომილებით განისაზრვრება.ესაა – სიგრძე,სიგანე და სიმაღლე.ამავე ფიზიკის მიხედვით,სივრცესა და დროს შორის არავითარის კავშირი არ არსებობს.ნიუტონის წარმოდგენით და სათანადო მტკიცებით სივრცე აბსოლუტურია,ესე იგი უცვლელია და უძრავია დროში.ნიუტონის აზრით,ყველგან მოქმედებს ევკლიდეს გეომეტრიის კანონები.ესე იგი,სივრცე ევკლიდურია: არსებობს პარალელური წრფეები,რომლებიც უსასრულობაში კვეთენ ერთმანეთს,ხოლო სამკუთხედის შიდა კუთხეთა ჯამი უდრის 180 გრადუსს.დრო კი მთელს სამყაროში ერთნაირად მიმდინარეობს.გარდა ამისა,კლასიკური ფიზიკის მიხედვით,სხეულები ერთმანეთის მიმართ ასრულებენ ფარდობით მოძრაობას მაგრამ აამვე კანონების მიხედვით არსებობს სხეულის აბსოლუტური მოძრაობაც აბსოლუტურად უძრავი სივრცის მიმართ.

ალბერტ აინშტაინის “ფარდობითობის თეორიაში” კი სამყარო არაევკლიდურია.აქ დრო და სივრცე ერთად განიხილება.ესე იგი ევკლიდესეული სივრცის სამ განზომილებას ემატება მეოთხე განზომილება – დრო.ერთი სიტყვით,სივრცე ფარდობითობის თეორიის თანახმად არის ოთხგანზომილებიანი.გავიხსენოთ პატარა ნაწყვეტი ჰერბერტ უელსის ფანტასტიკური მოთხრობიდან “დროის მანქანა”: “მაგალითისათვის ავიღოთ ადამიანის პორტრეტი,როცა იგი იყო რვა წლისა,შემდეგი პორტრეტი – როცა იგი იყო თხუთმეტი წლისა,შემდეგი პორტრეტი – როცა იგი იყო 24 წლისა და ასე შემდეგ. (ავტორი გენია.ჯი) ნათელია,რომ ყველაფერი ეს არის მისი ორგანზომილებიანი არსებობის სამგანზომილებიანი წარმოდგენები,რომლებიც სავსებით განსაზღვრულ და უცვლელ სიდიდეს შეადგენენ”.

რასაკვირველია,მწერლური წარმოდგენა ზუსტად როდი გამოხატავს ოთხგანზომილებიან სივრცის არსს.მაგრამ მაინც საგულისხმო მაგალითია.ოთხგანზომილებიან სივრცე-დროში სივრცითი კოორდინატები განსაზღვრავენ მოვლენის ადგილმდებარეობას სივრცეში.მეოთხე კოორდინატი – დრო – კი იმ მომენტს,როდესაც ეს მოვლენა მოხდა.

არსებობს სპეციალური ფარდობითობის თეორია და ზოგადი ფარდობითობის თეორია.სპეციალური ფარდობითობის თეორია,კლასიკური ფიზიკის მსგავსად,მოვლენებს მხოლოდ ათვლის ინერციულ სისტემაში განიხილავს.მისი მიხედვით,ბუნების ყველა მოვლენა ნებისმიერ ინერციულ სისტემაში ერთნაირად მიმდინარეობს.მაგრამ სამყაროში ბევრია არაინერციული სისტემაც. (ავტორი გენია.ჯი) ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია დამატებითი ინერციის ძალები,რომლებიც გამოწვეულია სხეულის არაინერციულობით.ამ შემთხვევისათვის,უფრო მოგვიანებით,კვლავ ალბერტ აინშტაინმა შექმნა ზოგადი ფარდობითობის თეორია.ამ თეორიით მტკიცდება,რომ მასა გავლენას ახდენს მის ირგვლივ მყოფი სივრცის თვისებებზე.აქედან გამომდინარე კი – ბუნებრივი მოვლენების მიმდინარეობაზე.ზოგადი ფარდობითობის თეორიას გრავიტაციულსაც ეძახიან.გრავიტაციული ველის ძირითადი თვისებაა ერთი უცილობელი ფაქტი – მასში შეტანილი სხვადასხვა მასის სხეულები ერთნაირ აჩქარებას იღებენ.აქედან ფიზიკოსებმა გააკეთეს დასკვნა: გრავიტაციული მასა (რომელიც მსოფლიოს მიზიდულობის კანონში შედის) და ინერტული მასა (რომელიც მექანიკის ძირითად კანონში შედის) ერთი და იგივე სიდიდეა.აინშტაინმა სწორედ ეს თვისება დაუდო საფუძვლად ზოგად ფარდობითობის თეორიას.სივრცისა და დროის ცვალებადობას გრავიტაციული ველი იწვევს.მას მოჰყვება სივრცის გამრუდება და სხვადასხვა ადგილზე დრო სხვადასხვაგვარად მიდის.ამ დროს სამკუთხედების შიდა კუთხეების ჯამი აღარ უდრის 180 გრადუს და ორ წერტილს შორის აღარც სწორი ხაზია უმოკლესი მანძილი. (ავტორი გენია.ჯი)