ალბრეხტ დიურერი
ალბრეხტ დიურერი - დაიბადა 1471 წლის 21 მაისს გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში,დიდებული გერმანელი იუველირის ალბრეხტ დიურერი (უფროსის) და ბარბარა ჰოლპერის ოჯახში.იგი გახლდათ უდიდესი გერმანელი ფერმწერი,გრაფიკოსი, გრავიორი და ხელოვნების თეორეტიკოსი.ამასთანავე,წარმოადგენდა გერმანიის “აღორძინების ეპოქის” უდიდეს ხელოვანს და თვალსაჩინო წარმომადგენელს დასავლეთ-ევროპული რენესანსისა.მანვე ჩაუყარა საფუძველი შედარებით ანთროპომეტრიას (ანთროპოლოგიური კვლევის მეთოდურ ხერხთა ერთობლიობა).ალბრეხტი გახლდათ ის პირველი ევროპელი მხატვარი,რომელმაც საკუთარი ავტობიოგრაფია დაწერა.დიურერის მამა,თავის მხრივ ნიურნბერგში უნგრეთიდან ჩავიდა XV საუკუნის შუა ნახევარში.ის წამოვიდა უნგრული,ან შესაძლებელია გერმანული ოჯახიდან,რომელიც ცხოვრობდა სოფელ ეიტასში და ოდითგანვე მისდევდა მეცხოველეობას.თუმცა იგი პირველი არ იყო თავის საგვარეულოში,ვინც საკუთარი წინაპრების ძირითად საქმიანობას უღალატა.არაერთხელ მომხდარა,როდესაც ახალგაზრდები ამ გვარიდან ქალაქში გადადიოდნენ,რათა დაუფლებოდნენ ხელობას,თითქმის ყოველთვის ეს იყო იუველირის ხელობა.სამშობლოში იუველირის ხელობის დაუფლების შემდეგ,დიურერი გაემგზავრა ჩვეულებრისამებრ სამოგზაუროდ,რათა თავისი ხელობა გაეუმჯობესებინა უცხოელ ხელოსნებთან.რამდენიმე წელიწადი მან დაჰყო ნიდერლანდებში,ხოლო შემდეგ გადავიდა გერმანიაში და 1455 წელს ჩავიდა ნიურბერგში.12 წლის განმავლობაში დიურერ-უფროსი მუშაობდა ადგილობრივ იუველირთან იერონიმ ჰოლპერთან და იქვე დაქორწინდა მის ქალიშვილზე – ბარბარაზე.მალევე გახსნა საკუთარი სახელოსნო.გენიალური მხატვრის ნათლია გახლდათ,ცნობილი გერმანელი გამომცემელი – ანტონ კობერგერი.მისი ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული მშობლიური ქალაქის კულტურასთან.ის ხშირად გადიოდა უცხო ქვეყნებში,რომლებსაც შემდეგ აღტაცებით იხსენებდა,მაგრამ ყველაზე მაცდური შემოთავაზებაც კი ვერ აიძულებდა მას დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი და დარჩენილიყო სადმე შორს,ნიურბერგიდან. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,არაერთხელ ჩიოდა იმას,რომ გერმანიაშიც ცუდად აფასებენ და ცოტას უხდიან მტახვარსო,თავადვე ამბობდა,რომ სწორედ ნიურბერგის მიმართ უდიდესმა სიყვარულმა აიძულა,ეცხოვრა სამშობლოში.ალბრეხტ დიურერის მამას დიდი ოჯახი ჰქონდა.მას 18 შვილი ჰყავდა,რომელთა უმრავლესობა გარდაიცვალა ბავშვობის ასაკში და მხოლოდ სამმა მათგანმა მიაღწია ზრდასრულ ასაკს.თავის შვილებს ის ხელოსნობის ოქროს საქმეს ასწავლიდა,მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი – ერნესტი,გაჰყვა მამის ხელობას.უფროსმა,ალბრეხტმა,ისწავლა რა ორი წელიწადი და მიაღწია თუ არა წარმატებას,ამჯობინა “ფერწერას” გაჰყოლოდა.მესამე ძმა,ჰანსი, რომელიც მხოლოდ 12 წლის იყო (როდესაც გარდაიცვალა მამა),ალბრეხტის მოსწავლე და შეგირდი გახდა.შედეგად მუშაობდა გერმანიასა და პოლონეთში როგორც ფერმწერი.ხატვის პირველი თვისებები დიურერმა მამის სახელოსნოში მიიღო,როდესაც დაიწყო მისი ხელობის სწავლება,14 წლის ალბრეხტი უკვე მამის მშვენიერ პორტრეტს ხატავს.ამას მოსდევს ავტოპორტრეტი.ეს ის დროა,როცა გენიალური სანდრო ბოტიჩელი ხატავს “ვენერას დაბადებას”.დიურერი ჯერ არ ყოფილა იტალიაში,მაგრამ დაჟინებით სწავლობს ამ ქვეყნის ხელოვნებას.ადრევე დაამთავრა ლათინური სასწავლებელი.ამ დროისთვის მისი ცნობილი ნახატებია “ავტოპორტრეტი”.ნახატზე გამოსახულია მოზარდი,სუსტი და ფერგამოლეული,გრძელი კულულებით,რომლებიც სახეს ამრგვალებდა. სურათის ზემოთ შემორჩენილი იყო მხატვრის მიერ გაკეთებული წარწერა: “ეს მე თვითონ დავხატე საკუთარი თავი სარკეში,1484 წელს,როდესაც მე კიდევ ბავშვი ვიყავიო,ალბრეხტ დიურერი”.ეს დიდი იშვიათობაა ხელოვნებაში,როდესაც ბიჭი,რომელმაც ახლახანს ისწავლა ხატვა,ხატავდეს თავის ავტოპორტრეტს.1486 წლის 30 ნოემბერს დაჟინებული თხოვნის გათვალისწინებით,ალბრეხტ დიურერმა-უფროსმა გააფორმა კონტრაქტი ვოლგემუტთან და გადასცა შვილი სასწავლებლად 3 წლით.მიხეილ ვოლგემუტი XV საუკუნის 80-იან წლებში ნიურბერგის მხატვრებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იჭერდა.მისი სახელოსნო უზარმაზარი იყო ქალაქში და ასრულებდა უამრავ შეკვეთას როგორც ნიურბერგში ისე მოსაზღვრე ქალაქებში.სახელოსნოში იყო შესრულებული ნიურბერგის 90-იანი წლების საუკეთესო გამოცემების რამდენიმე ილუსტრაცია.დიურერმა ვოლგემუტის სახელოსნოში 3 წელი დაჰყო.აქ ის გაეცნო ხეზე გრავიურების ხელოვნებას. სწავლის წლების მხოლოდ სამი ნაშრომი შემოინახა,სამივე 1489 წელს მიეკუთვნებან (სახელოსნოში სწავლების ბოლოს წლებს).ეს ნახატებია: ”სამი ლანდსკნეხტი”,”კავალკალდა” და “მეომარი მხედრები”.1489 წლის 1 დეკემბერს დიურერმა დაამთავრა სწავლება ვოლგემუტის სახელოსნოში. სახელოსნოს წესის თანახმად,რომლებსაც იმ დროისთვის მხატვრებიც ემორჩილებოდნენ,მას უნდა ემოგზაურა თავისი ქვეყნის ქალაქებში “ოსტატის” წოდების მოსაპოვებლად.საერთოდ,სამოგზაუროდ იმ დროს, გაზაფხულზე მიდიოდნენ,ასევე მოიქცა დიურერიც.1490 წლის ზამთარი მან მშობლებთან ერთად გაატარა.ხოლო,1490 წლის 11 აპრილს დიურერმა დატოვა ნიურბერგი და გაემგზავრა სამოგზაუროდ გერმანულ მიწებზე. მოგზაურობა 4 წელიწადი გაგრძელდა.1494 წლის მაისში ის ბრუნდება მამისეულ სახლში.მოგზაურობის წლები ერთ-ერთი ყველაზე “ნათელი” პერიოდია დიურერის ბიოგრაფიიდან.თვითონ ის არაფერს ამბობდა ამ დროზე,ხოლო ისტორიამ მხოლოდ სამი დოკუმენტალური წყარო შემოინახა.ეს,პირველ რიგში არის,დიურერის მეზობლისა და მეგობრის კრისტოფ შერილის,ნიურბერგის ცნობილი იურისტისა და ისტორიკოსის წყარო,რომელიც გვამცნობს,რომ 1492 წელს მხატვარი ეწვია კოლმარში აწ გარდაცვლილი მარტინ შონგაუერის სამ ძმას და ის იმყოფებოდა ასევე ბაზელში,სადაც მის კიდევ ერთ ძმას შეხვდა.მეორე ასეთივე მნიშვნელოვანი დოკუმენტია ბაზელის სახალხო მუზეუმში არსებული ხის დაფა ამოტვიფრული გრავიურით-წმინდა იერონიმის გამოსახულებით. დაფის მეორე მხარეს შემონახულია მხატვრის მიერ გაკეთებული წარწერა დიურერის: ”ალბრეხტ დიურერი ნიურბერგიდან”.დიურერის სახელს ამ წლებში ჩვენ ვპოულობთ ვილიბალდ იმგოფის-უფროსის კრებულთა ინვენტარში,რომელიც შედგენილია 1573-1574 წლებში.მისი კოლექციის ინვენტარში,სხვასთან ერთად ხსენებულია,დიურერის ნამუშევრებიდან ორი პორტრეტი,რომ ისინი შესრულებულია სტრასბურგში 1494 წელს და რომ მასზე გამოსახულია ოსტატი და ოსტატის მეუღლე,რომელთანაც მუშაობდა დიურერი,სტრასბურგში.მოგზაურობის წლებმა დიდი როლი ითამაშა,არა მარტო პროფესიონალი მხატვრის ჩვევების ჩამოყალიბებაში, არამედ მის მსოფლმხედველობაზეც.თავისი შემოქმედების დასაწყისში დიურერი დაკავშირებული იყო პროგრესულ გერმანულ ინტელიგენციასთან,გაეცნო ბიურგერისა და რეფორმისტულ ლიტერატურას.1494 წლის გაზაფხულზე მამამ გამოიძახა დიურერი ნიურბერგში.ჩამოსვლისთანავე ახალგაზრდა მხატვარი დაქორწინდა ნიურბერგის გავლენიანი ბიურგერის,მექანიკოსისა და მუსიკოსის ჰანს ფრეის ქალიშვილზე,რომელთან ერთადაც ალბრეხტ დიურერი-უფროსი წინასწარ მოელაპარაკა მათ ყველაფერზე.დაქორწინება იმ დროისთვის აუცილებელი პირობა იყო ოსტატის უფლების მისაღებად.აქედან გამომდინარე,რომ ოსტატი ღებულობდა შეგირდებსა და მოსწავლეებს,მას უნდა ჰყოლოდა დიასახლისი,რომელიც იზრუნებდა მათზე.დიურერის ნიურბერგში ყოფნა მოკლევადიანი იყო.შემოდგომაზე 1494 წელს ის იტალიაში გაემგზავრა.ამ დროის ნაწარმოებებში ჩდება იტალიელი მხატვრების მსგავსება,იტალიური კოსტიუმები,ჩრდილოეთის ზღვის ცხოველები,ალპის მთების ხედები,ადგილები და ქალაქები,რომლის გავლითაც იყო გზა იტალიისაკენ.დიურერი თავის თავს “უმცროსს” ეძახის, რადგან აღიარებს მამის ხელოვნებასაც.თვით მას,კი თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ უდიდესი ნიურბერგელი და უდიდესი გერმანელი ხელოვანი. (ავტორი გენია.ჯი) დიდოსტატის მამა,ალბრეხტ დიურერ უფროსი,ოქრომჭედელი იყო და თავის ხელოვნებაში თვალსაჩინო წარმატებასაც მიაღწია.სურდა შვილიც ამ გზით წასულიყო,მაგრამ ალბრეხტ უმცროსმა ოდნავ გადაუხვია: “ოქროს ჭედვა” ფუნჯითა და გრავიორის ნემსით ამჯობინა.1525 წელს დიურერი გამოსაცემად ამზადებდა თავის პირველ ტრაქტატს “განზომილების სახელმძღვანელო”.ამ წლის დასაწყისში ჩახჩობილი იქნა შვაბურ-ფრანკონული აჯანყება და ნიურბერგის ირგვლივ გაიარა მასიური დასჯის ტალღამ.ზაფხულზე 1525 წელს მან სასწრაფოდ და წარმატებულად ჩასვა თავისი ფაქტიურად მზა ახალი გრავიურის ტრაქტატი “გლეხებზე გამარჯვების ძეგლი”.ამავე წლებში დიურერი მუშაობდა პროპორციებზე ტრაქტატის დაბრუნებაზე,რომელიც დასრულებული იყო 1523 წელს, თუმცა,ბოლო მომენტში დიურერმა გადადო მისი გამოქვეყნება.მან საჭიროდ ჩათვალა გამოეცა ჯერ გეომეტრიის სახელმძღვანელო,რადგან ფრთხილობდა,რომ ასეთი წიგნის გარეშე მისი პროპორციის თეორია გაუგებარი იქნებოდა გერმანელი მხატვრებისათვის,რომლებსაც შესაბამისი მომზადება არ გააჩნდათ.აღსანიშნავია,რომ მას სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც კი არ შეუწყვეტია ხატვა.პირიქით,პგი კიდევ უფრო აქტიურად შეუდგა სახვითი ხელოვნების შედევრების შექმნას.სწორედ დიურერის სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდს უკავშირდება,მისი საუკეთესო ნამუშევრების შექმნა.ამ პერიოდს ეკუთვნის 1526 წელს დახატული დიდებული სურათი: “ოთხი მოციქული”.გენიალური გერმანელი მხატვარი ალბრეხტ დიურერი გარდაიცვალა უცნობი ავადმყოფობის შედეგად (არის მოსაზრება,რომ მალარიის” შედეგად,რადგან სიცოხლის უკანასკნელ ხანს იგი ამ დაავადებით იტანჯებოდა) 1528 წლის 6 აპრილს ნიურნბერგში.მის შემოქმედებას კი,დღესაც აღტაცებაში მოჰყავს ხელოვნების მოყვარულები.დიურერის მიერ შექმნილი შედევრები დღემდე ამშვენებენ მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებსა და გალერეებს. (ავტორი გენია.ჯი)
ალბრეხტ დიურერის გენიალური შემოქმედება