ფრანსუა-ოგიუსტ რენე როდენი – “მოაზროვნე”
“მოაზროვნე” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი მოქანდაკისა და თანამედროვე ქანდაკების ფუძემდებლის – ფრანსუა-ოგიუსტ რენე როდენის (1840-1917 წლები) მიერ 1880-1882 წლებში შექმნილ შესანიშნავ ბრინჯაოს ქანდაკებას.მისი სიმაღლე 181 სანტიმეტრია.აღნიშნული ქანდაკების ორიგინალური ვერსია,წარმოდგენილია საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარე “როდენის ხელოვნების მუზეუმში”,რომელიც თავის მხრივ გახსნილი იქნა 1919 წელს.თავდაპირველად როდენმა,აღნიშნულ ქანდაკებას სახელად – “პოეტი” უწოდა და იგი გახლდათ ერთ-ერთი ნაწილი კომპოზიციისა – “ჯოჯოხეთის კარიბჭე”,რომელიც დიდმა მოქანდაკემ,გენიალური იტალიელი პოეტის – დანტე ალიგიერის უკვდავი პოემის – “ღვთაებრივი კომედიის” მიხედვით შექმნა.თავად “მოზაროვნეში” კი,ავტორმა დანტე ალიგიერი ასახა,თუმცა საკმაოდ სახეცვლილი ფორმებით. (ავტორი გენია.ჯი) როდენმა აღნიშნული ქანდაკება დაამზადა მიქელანჯელოს კლასიკური ქანდაკების ტრადიციის მიხედვით.მან დანტე გამოსახა ფიზიკურად ძლიერი სახით,რაც სრულებით არ ასახავს მის რეალურ პროტოტიპს.შესაბამისად მასზე გამოსახული დანტე,მხოლოდ ალეგორიულად არის წარმოდგენილი.მოდელად,ავტორმა გამოიყენა იმ პერიოდისათვის ცნობილი დაკუნთული მოკრივე – ჟან ბო,რომელიც მან,მის მიერ შექმნილ არაერთ ქანდაკებაშიც ასახა.თავდაპირველად ავტორის ჩანაფიქრით “მოაზროვნის” ორი ეგზემპლარი უნდა დამზადებულიყო.მას სურდა ორივე ქანდაკება საკუთარი სახლის შესასვლელთან დაედგა,ისევე როგორც იმ პერიოდში იყო გავრცელებული,ლომის ქანდაკებების სასახლეებისა თუ სახლების შესასვლელებთან განთავსება.თუმცა როდენმა ეს პრაქტიკაში ვერ განახორციელა ფინანსების უქონლობის გამო (საბოლოოდ როდენი სიღარიბეში ყველასაგან მიტოვებული აღესრულა).დიდმა ფრანგმა მოქანდაკემ მხოლოდ ერთი ეგზემპლარის დამზადება მოახერხა.”მოზაროვნე” ფართო საზოგადოებამ,1888 წელს იხილა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში.1902 წელს როდენმა ქანდაკებას ბრინჯაო კიდევ ურო დაუმატა და საბოლოო სახე მისცა მას.ამ მეთოდმა ქანდაკების სიმაღლე 181 სანტიმეტრამდე გაზარდა.1904 წელს “მოაზროვნე’ წარმოდგენილ იქნა პარიზის სალონში. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო 1906 წელს,იგი გადატანილ იქნა პარიზის პანთეონში (არქიტექტურულ-ისტორიული ძეგლი,რომელშიც განთავსებულია გამოჩენილი ფრანგების აკლდამები).ამ ფაქტმა ავტორი დიდად ვერ მოხიბლა და საჯაროდ განაცხადა კიდეც,რომ მის მიერ შექმნილი “მოაზროვნე” განკუთვნილი იყო არა გამოჩენილი ფრანგების აკლდამების დასამშვენებლად,არამედ ფრანგი მუშათა კლასისათვის.1922 წელს,ავტორის გარდაცვალების შემდგომ,”მოაზროვნე” გადატანილ იქნა “როდენის მუზეუმში”,სადაც დღემდეა დაცული,მის სხვა ნამუშევრებთან ერთად.მისი ბრინჯაოს ასლი კი დადგმულია ფრანსუა-ოგიუსტ რენე როდენის საფლავზე,მედონში (პარიზის სიახლოვეს).დღევანდელ დღეს,სულ შექმნილია “მოაზროვნის” 20 ბრინჯაოს და ასეულობით თაბაშირის ვერსია,რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია მიმოფანტული.იგი ამშვენებს ფილადელფიაში მდებარე როდენის მუზეუმის კარიბჭის და კოლუმბიის უნივერსიტეტის შესასვლელებს. (ავტორი გენია.ჯი)
“მოზაროვნის” მოდელად გამოყენებული ფრანგი მოკრივე – ჟან ბო