ბენინი
ბენინი - (ოფიციალური სახელწოდება ”ბენინის რესპუბლიკა”),წარმოადგენს იმ ქვეყანას,რომელიც 1975 წლამდე “დაჰომეად” იწოდებოდა.იგი მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში.საზღვაო გასასვლელი აქვს გვინეის ყურეში.ჩრდილოეთით ესაზღვრება ბურკინა-ფასო და ნიგერი; აღმოსავლეთით ნიგერია; დასავლეთით კი ტოგო.ბენინის დედაქალაქი პორტო-ნოვოა,სადაც 223,552 მოსახლე ცხოვრობს.თუმცა ქვეყნის სამთავრობო უწყებები უდიდესს ქალაქ – კოტონუშია განთავსებული.ქვეყნის მოსახლეობა 8,935,000 მაცხოვრებელია,რაც მას მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში 89-ე ადგილზე აყენებს.ბენინის სრული ფართობი 112,622 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს,რაც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში 101-ე ადგილს უმკვიდრებს.ვალუტა – “ბენინური ფრანკია”.იგი წარმოადგენს იმ ინტერნაციონალურ ქვეყანას,სადაც სამოცამდე სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ხალხი ცხოვრობს.ოფიციალური სასაუბრო ენა – ფრანგულია.თუმცა არის სხვა ჯგუფის ადგილობრივი ენებიც.რელიგიის მხრივ,ბენინის მოსახლეობის 43% ქრისტიანია,25% მუსულმანი,17% ვუდუს მიმდევარი,ხოლო 15% კი სხვა რელიგიური კონცეპსიის მიმდევრები არიან.უძველესი ბენინის ტერიტორიაზე თავდაპირველად გურმას ხალხი ცხოვრობდა,რომლებიც მოგვიანებით ბარბას ტომის ხალხმა ჩაანაცვლა. XV საუკუნეში,აღნიშნულ ტერიტორიაზე პირველად გამოჩნდნენ ევროპელები,კერძოდ პორტუგალიელები. XVII-XVIII საუკუნეებში კი ქვეყნის სანაპიროებზე აგებულ იქნა ინგლისელთა,ნიდერლანდელთა და ფრანგთა ფორტები,სადაც მიმდინარეობდა მასიური ვაჭრობა სხვადასხვა პროდუქტებზე.გარდა ამისა იგი გახლდათ მონათა ვაჭრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფოს-პორტიც აფრიკის კონტინენტზე.აღნიშნული ფაქტის გამო,ბენინის სანაპირო რეგიონებს – “არათავისუფალი სანაპიროებიც” კი უწოდეს.მონობით ვაჭრობა დაჰომეაში XIX საუკუნის შუა ნახევარში აიკრძალა.1893 წლიდან აღნიშნული ტერიტორია საფრანგეთის შემადგენლობაში შედიოდა,ხოლო 1904 წლიდან იგი საფრანგეთის დასავლეთ აფრიკის კოლონიალურ ნაწილად იქცა.საბოლოოდ ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1960 წლის 1 აგვისტოს მოიპოვა “დაჰომეას რესპუბლიკის” სახელით.ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახლდათ – მაგა კუტუკუ იუბერი,რომელმაც ქვეყანაში დიქტატურა დაამყარა.1975 წლის 30 ნოემბრიდან “დაჰომეას” სახელი გადაერქვა და ეწოდა – “ბენინის რესპუბლიკა”.ბენინში სუბეკვატორული კლიმატია და იგი ორ სეზონად იყოფა – “მშრალ” და “წვიმიანად”.ქვეყნის მთავარი მდინარეებია: ვემე და მონო.ისინი ორივე გამოიყენება სანაოსნოდ.ქვეყანა მდიდარია “ფლორითა და ფაუნით”.გამოირჩევა ულამაზესი სავანებიც.ბენინი იყოფა 12 დეპარტამენტად,რომლებიც თავის მხრივ შედგებიან 77 კომუნისაგან.ბენინის რესპუბლიკა – “საპრეზიდენტო რესპუბლიკაა”.პრეზიდენტი მთავრობის მეთაურია.საკანონმდებლო ორგანო პარლამენტია.ქვეყანაში მოქმედებს 1990 წელს მიღებული კონსტიტუცია.ბენინში განვითარებულია სოფლის მეურნეობის დარგები.ექსპორტზე ქვეყნიდან გადის პალმის ზეთი,ზღვის პროდუქტები,ბამბა და სხვა.მის უმთავრეს სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენენ – ჩინეთი,ინდოეთი და იაპონია.დღესდღეობით ბენინი წარმოადგენს “გაეროსა” და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრ ქვეყანას.
“ბენინის რესპუბლიკის” ეროვნული გერბი
“ბენინის რესპუბლიკის” დედაქალაქი – პორტო-ნოვო
“ბენინის რესპუბლიკის” რუკა
“ბენინის რესპუბლიკა” – აფრიკის კონტინენტზე და ზოგადად მსოფლიოში