ჰენრი მორგანის “სადაზღვევო სისტემა”

საყოველთაოდ ცნობილ ინგლისელ მეზღვაურსა და მეკობრეს - ჰენრი მორგანს (1635-1688 წლები),რომელსაც ზედსახელად “დაუნდობელს” უწოდებდნენ,იმ პერიოდისათვის მართლაც გასაოცარი - ”სადაზღვევო სისტემა” ჰქონდა შემუშავებული,თავისი გემის ეკიპაჟის (მეკობრეების) წევრებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) მორგანის მიერ ჩამოყალიბებული “სადაზღვევო სისტემა” შემდეგი სახის გახლდათ: თუკი რომელიმე მეკობრე ბრძოლის დროს დაჰკარგავდა ორივე ფეხს,ამ შემთხვევაში დაზარალებული მეკობრე მორგანისაგან “საკომპენსაციოდ” იღებდა 1 500 ესპანურ მონეტას,ან 15 მოსამსახურეს (მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში).იმ შემთხვევაში,თუკი მისი გემის ეკიპაჟის წევრი ბრძოლაში დაჰკარგავდა ორივე ხელს,მაშინ დაზარალებულის დაზღვევა შეადგენდა – 1 800 მონეტას,ან 18 მოსამსახურე პირს (არჩევანს თავად დაზარალებული აკეთებდა).თვალისა და ხელის თითების დაკარგვის შემთხვევაში,”კომპენსაცია” შეადგენდა 100 მონეტას,ან ერთ მოსამსახურეს.საინტერესოა,რომ ჰენრი მორგანს ასეთივე “სადაზღვეო სისტემა” ჰქონდა შექმნილი,დროებით ფიზიკურად-შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა ეკიპაჟის იმ წევრებისთვისაც,რომელნიც სხვადასხვა “სიმპტომებით” ავადდებოდნენ.მაგალითად,ისეთი სენით,როგორიც იყო – ზღვის ავადმყოფობა და სხვა.მათ,აღნიშნული სადაზღვევო სისტემა გამოჯამრთელებამდე “აზღვევდა”.ჰენრი მორგანამდე ასეთი სტილის სადაზღვევო სისტემა არავის მოუფიქრებია და შეუქმნია.სწორედ ამიტომ მიიჩნევენ ინგლისელ მეკობრეს იმ “პირველ მერცხლად”,რომელმაც სათავე დაუდო,დღეისათვის მსოფლიოში საყოველთაოდ გავრცელებულ სადაზღვევო სისტემის განვითარებას. (ავტორი გენია.ჯი)