იოჰან სებასტიან ბახი – “ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი კომპოზიტორი - იოჰან სებასტიან ბახი (1685-1750 წლები),რომელიც ავტორია 1000-ზე მეტი ბრწყინვალე მუსიკალური ნაწარმოებისა,თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ყველაზე მრავალშვილიან კომპოზიტორად კაცობრიობის ისტორიაში.
ორი ქორწინებიდან იოჰანს,სულ 20 შვილი ჰყავდა.პირველ ქორწინებაში,დიდი კომპოზიტორი იმყოფებოდა მარია ბარბარასთან,რომელთანაც თანაცხოვრებაში 7 შვილი შეეძინა.მათ შორის 5 ვაჟი და 2 ქალიშვილი (სამი მცირეწლოვან ასაკში გარდაიცვალა).ცოცხლად გადარჩენილი 4 შვილიდან,შემდგომში დიდი მუსიკოსები და კომპოზიტორები გახნენ – ვილჰელმ ფრიდემანი,იოჰან კრისტიან და კარლ ფილიპ ემანუილ ბახები. (ავტორი გენია.ჯი) მეორე ქორწინებაში იგი იმყოფებოდა – ანა მაგდალინა ვიულკენთან,რომელთან თანაცხოვრებაში 13 შვილი შეეძინა.მათ შორის 6 ვაჟი და 7 ქალიშვილი.გამოჩენილი გერმანელი მუსიკათმცოდნე – ჰუგო რიმანი (1849-1919 წლები) ამ საკითხის შესახებ წერდა:
“მეორე ქორწინებაში ბახს ცამეტი შვილი შეეძინა – ექვსი ვაჟი და შვიდი ქალიშვილი.ორივე ქორწინებიდან შეძენილ ყველა ბავშვს,რომ ეცოცხლა,ისინი სულ ოცნი იქნებოდნენ: ცხრა გოგონა და 11 ვაჟი.თუმცა სამწუხაროდ მათი უმეტესობა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.სრულწლოვანებას კი იოჰან სებასტიან ბახის 20 შვილიდან,მხოლოდ 10-მა მიაღწია”.
მეორე ქორწინებიდან შეძენილი შვილები: გოტფრიდ ჰენრიხ ბახი,იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ბახი მამის მსგავსად ცნობილი კომპოზიტორები და მუსიკოსები გახდნენ.აღსანიშნავია,რომ მუსიკალური ნიჭით,არა მარტო იოჰანის შვილები,არამედ შვილიშვილებიც იყვნენ დაჯილდოვებული.მათ შორის,ყველაზე ცნობილი კომპოზიტორი და მუსიკოსი გახლდათ – ვილჰელმ ფრიდრიხ ერნსტ ბახი.გარდა ამისა ცნობილია,რომ იოჰან სებასტიან ბახის 50 შთამომავალი გამოჩენილი კომპოზიტორები და მუსიკოსები გახდნენ.შესაბამისად,იოჰან სებასტიან ბახის საგვარეულო ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვან მუსიკოსების გვარად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)